მრავალსახოვანი აბლაბუდიანი სოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მრავალსახოვანი აბლაბუდიანი სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  კორტინარიუსისებრნი
გვარი:  აბლაბუდიანი სოკოები
სახეობა:  მრავალსახოვანი აბლაბუდიანი სოკო
ლათინური სახელი
Cortinarius multiformis (Fr.) Fr. 1838

მრავალსახოვანი აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius multiformis) — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიას.[1]

ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ თვლის, მეორე წყარო კი — არასაჭმელად.[2] იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, უპირატესად ფიჭვნარში, იშვიათად წიფლნარში, მჟავე ნიადაგზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველდ აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus multiformis.[3] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიენიჭა 1838 წელს.[4]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 4-9 სმ-მდე, მკვრივი, ხორციანი. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდგომში ბრტყლად ამობურცული ან გაშლილი, წებოვანი ზედაპირით. ახასიათებს თეთრი აბლაბუდისებრი საბურველი, მოყვითალო-ყავისფერია.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თავიდან თეთრი, შემდეგ — ჟანგმიწისფერ-ყავისფერი.

ფეხის სიგრძე — 7-10 სმ, სისქე — 1-2 სმ, მკვრივი, მთლიანი, ჟანგმიწისფერ-ყავისფერი, ძირში ბოლქვისებრი და თეთრი. საყელოს გარეშე.

რბილობი — მკვრივი, თეთრი, გაჭრისას ფერს არ იცვლის. თაფლისმაგვარი სასიამოვნო სუნითა და მოტკბო გემოთი.[5][6][7]

სპორები — ნუშის ფორმის, ზედაპირი წვრილხორკლიანია, მოყვითალო-მურა ფერის, 10-12X5-6 მკმ.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო სინონიმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Agaricus ferruginascens Batsch (1789)

  • Agaricus multiformis Fr. (1818)
  • Agaricus multiformis var. ferruginascens (Batsch) Fr. (1818)
  • Agaricus multiformis var. obscurior Fr. (1818)
  • Agaricus multiformis var. zamialis Fr. (1818)
  • Cortinarius multiformis var. balius (Secr.) Gillet (1876) [1878]
  • Cortinarius multiformis var. elevatior Gillet (1876) [1878]
  • Phlegmacium multiforme (Fr.) Wünsche (1877)
  • Gomphos multiformis (Fr.) O.Kuntze (1898)
  • Cortinarius multiformis subsp. gracilior' Jul.Schäff. (1949)
  • Phlegmacium multiforme var. coniferarum M.M.Moser (1960)
  • Cortinarius multiformis var. caesiophyllus Moënne-Locc. (2006)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cortinarius multiformis. Discover Life. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2022.
  2. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 190, ISBN 99940-856-1-1.
  3. Elias Fries: „Observationes mycologicae”, vol. 2, Editura Ernest Mauritius, Greifswald, 1822, p. 63
  4. Elias Fries: „Epicrisis systematis mycologici, seu synopsis hymenomycetum”, Editura Typographia Academica, Uppsala 1838, p. 263
  5. Marcel Bon: „Pareys Buch der Pilze”, Editura Kosmos, Halberstadt 2012, p. 210-211, ISBN 978-3-440-13447-4
  6. b Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 226-227 - 1, ISBN 3-405-12116-7
  7. Dr. ing. Ioana Tudor: Ciupercile din flora spontană a României - Manualul culegătorului și consumatorului autohton, Editura Gramen, București 2010, p. 159, ISBN 978-606-92709-1-2