მოჰაჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
მოჰაჩი
Mohács
Mohács légifotó.jpg
გერბი
Mohács címere.jpg

ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
მედიე ბარანია
კოორდინატები 46°00′00″ ჩ. გ. 18°41′00″ ა. გ. / 46.00000° ჩ. გ. 18.68333° ა. გ. / 46.00000; 18.68333
ფართობი 112.23 კმ²
ცენტრის სიმაღლე 82 მეტრი
მოსახლეობა 17 808 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 158.67 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი (36)+ 69
საფოსტო ინდექსი 7600
ოფიციალური საიტი mohacs.hu
მოჰაჩი — უნგრეთი
მოჰაჩი

მოჰაჩი (უნგრ. Mohács, გერმ. Mohatsch, სერბ. Мохач, თურქ. Mohaç) — ქალაქი უნგრეთში, მდებარეობს მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბარანიის მედიეში. მოჰაჩის ფართობი 112.23 კმ²-ია. ხოლო ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით 17 808 ადამიანს შეადგენდა. იგი მოსახლეობით მე-2 ადგილზე იმყოფება ბარანიის მედიეში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო 25 წლის განმავლობაში მოჰაჩის მოსახლეობა ზრდის ნაცვლად იკლებს. 1991 წელს მისი მოსახლეობა 20 326 შეადგენდა, 2000 წელს 19 453-მდე ჩამოვიდა, ხოლო 2005 წელს უკვე 19 033 იყო. 2010 წელს კი მისი მოსახლეობა უკვე 18 993 შეადგენდა.

მოჰაჩის ველზე გამართული ბრძოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჰაჩის ველზე ორი ძალზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გამართულა. 1526 წელს და 1687 წელს.

1526 წლის 29 აგვისტოს ბრძოლა გაიმართა ოსმალეთის იმპერიის სულთან სულეიმან I-სა და უნგრეთის მეფე ლაიოშ II-ს შორის. ამ ბრძოლაში ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს უნგრელთა არმია და დაეპატრონნენ უნგრეთის დიდ ნაწილს. ეს ტერიტორია მათ თითქმის ორი საუკუნე ჰქონდათ დაკავებული.[1]

მეორე ბრძოლა კი 1687 წლის 12 აგვისტოს გაიმართა ჰაბსბურგებისა და ოსმალეთის არმიას შორის. ორივე ქვეყნის არმია თანაბარი იყო. ორივეს 60 000-60 000 მეომარი ჰყავდა. თუმცა ამ ბრძოლაში ჰაბსბურგებმა გაიმარჯვეს. თანაც მათ მხოლოდ 600 მეომარი დაკარგეს. ამ ბრძოლამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა იმაში, რომ 1699 წელს ოსმალები კარლოვიცის ზავის დადებას დათანმხდნენ.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]