შინაარსზე გადასვლა

მოსკოვის კონფერენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის კონფერენცია, 1943 წელი

მოსკოვის კონფერენციამეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას 1943 წლის 19-30 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართა საბჭოთა კავშირის , აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია, რომელიც წარმოადგენდა „დიდი სამეულის“ მეთურების თეირანის კონფერენციის მოსამზადებელ შეხვედრას. მოსკოვის კონფერენციაში მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ვიაჩესლავ მოლოტოვი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონ იდელი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კორდელ ჰალი, განხილულ იქნა საკითხების ფართო სპექტრი, რომელთა შორის ძირითდი ადგილი ეკავა გერმანიისა და მისი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ ომის უმოკლეს ვადაში დამთვრებისათვის საჭირო ღონისძიებების დაზუსტებას. კონფერენციის გახსნის პირველსავე დღეს საბჭოთა დელეგაციამ მოსთხოვა ინგლისისა და აშშ-ს მხარეს, დაედასტურებინათ მათი განზრახვა 1944 წლის. გაზაფხულზე საფრანგეთში შეჭრის თაობაზე. საპასუხოდ რომლებიც სამხედრო მრჩევლების რანგით ესწრებოდნენ სხდომებს, გააცნეს საბჭოთა დელეგაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონი იდენი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კორდელ ჰალი, განხილულ იქნა საკითხების ფართო სპექტრი, რომელთა შორის ძირითადი ადგილი ეკავა გერმანიისა და მისი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ ომის უმოკლეს ვადაში დამთავრებისათვის საჭირო ღონისძიებების დაზუსტებას. კონფერენციის გახსნის პირველსავე დღეს საბჭოთა დელეგაციამ მოსთხოვა ინგლისისა და აშშ-ს მხარეს, დაედასტურებინათ მათი განზრახვა 1944წ. გაზაფხულზე საფრანგეთში შეჭრის თაობაზე.

ამ განცხადებამ საბჭოთა მხარე მაინც არ დააკმაყოფილა, რადგანაც. მასში მოყვანილი იყო უამრავი პირობა, რომელთა შესრულების გარეშე ოპერაცია „ოვერლორდის“ განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. უკმაყოფილებამ კიდევ უფრო იმატა მას შემდეგ, რაც ჩერჩილის ინსტრუქციით, სტალინს აცნობებს, რომ დიდი ბრიტანეთი ვერ მისცემდა სსრკ-ს მტკიცე გარანტიებს მეორე ფრონტის 1944 წლის მაისში გახსნის შესახებ. ინგლისის პრემიერი სწერდა თავის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ის ვერ გასწირავდა მარცხისათვის ოპერაციებს იტალიაში მხოლოდ იმიტომ, რომ დაეცვა „ოვერლორდის“ დაწყების თარიღი.

ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა (ასევე ჩერჩილის დავალებით) მოსკოვში სცადა გაეგო თუ რას ფიქრობდა საბჭოთა მხარე მეორე ფრონტის ბალკანური ვარიანტის შესახებ და დააინტერესებდა თუ არა ეს გეგმა სტალინს, მაგრამ უარყოფით რეაქციას წააწყდა. უფრო მეტიც, საბჭოთა მთავრობის მტკიცე პოზიციამ აიძულა კონფერენციის მონაწილენი, დაედასტურებინათ კვებეკის კონფერენციის გადაწყვეტილება 1944 წელს ლა-მანშის ფორსირების შესახებ. მათ აგრეთვე განაცხადეს, რომ ამ ოპერაციის მომზადება მიმდინარეობდა იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. საერთოდ ამ შეხვედრაზე ოპერაცია „ოვერლორდის“ განხორციელებასთან დაკავშირებით ამერიკელებმა სრული მხარდაჭერა აღმოუჩინეს საბჭოთა მხარეს, რითაც სტალინი ძალიან კმაყოფილი დარჩა, მაგრამ მთლიანობაში ისინი მაინც პასიურობდნენ და ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი მოლაპარაკება ინგლისისა და საბჭოთა დელეგაციებს შორის მიმდინარეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბოლო შეხვედრა იყო, როდესაც სწორედ ინგლისელები და არა ამერიკელები, ასრულებდნენ წამყვან როლს საბჭოთა მხარესთან მოლაპარაკებების დროს.

საბოლოო ჯამში, მოსკოვის კონფერენციის შედეგებით მასში მონაწილე სამივე მხარემ კმაყოფილება გამოთქვა. აქ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კიდევ უფრო განამტკიცეს კავშირი სამივე ქვეყანას შორის და შექმნეს კარგი პირობები ამ სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრის ჩატარებისათვის. სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი შეთანხმდნენ, რომ ასეთი კონფერენცია ჩატარებულიყო 1943 წლის. ნოემბერში თეირანში.

  • პაპასქირი თ., ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია 1914-1945, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2009, გვ. 317-318.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Reston, James B (7 November 1943), "London Hopes For a Peace Based on realities", New York Times, ProQuest Historical Newspapers
  • "Texts of Three-Power Conference Documents", New York Times, ProQuest Historical Newspapers, 2 November 1943