კვებეკის I კონფერენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვებეკის I კონფერენციამეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ჩატარებული ერთ-ერთი კონფერენცია, რომელმაც მუშაობა დაიწყო 1943 წლის 14 აგვისტოს. აქაც, ისევე როგორც ვაშინგტონში ძირითადი ადგილი ეკავა კამათს ევროპაში სრულფასოვანი მეორე ფრონტის გახსნის ადილის განსაზღვრის საკითხზე. ჩერჩილმა, უკვე მუსოლინის გადაყენების შემდეგ, კიდევ ერთხელ სცადა, თავს მოეხვია რუზველტისათვის ბალკანური ვარიანტი, თუმცა რუზველტი დაჰპირდა თავის სამხედრო მრჩეველებს, რომ მტკიცედ გაილაშქრებდა ბალკანური ვარიანტის წინააღმდეგ და დაიცავდა „ოვერლორდს“, რაც შეასრულა კიდეც. შედეგად, კონფერენციაზე ჩერჩილი იძულებული გახდა , ეცნო ოვერლორდი მოკავშირეთა ძირითად ოპერაციად, მაგრამ, ამასთან, ინგლისის პრემიერმა მთელი რიგი პირობების გათვალისწინება მოითხოვა, კერძოდ: დესანტის გადასხმის მომენტში არ უნდა ყოფილიყო ქარი; მთვარე უნდა ყოფილიყო საჭირო ფაზაში; უნდა ყოფილიყო შესაფერისი მოქცევა; გერმანელთა თავდაცვა არ უნდა გაძლიერებულიყო; მოწინააღმდეგეს არ უნდა ჰყოლოდა რეზერვში 12 დივიზიაზე მეტი; მას არ უნდა შეძლებოდა პირველ 2 თვეში (დესანტის გადმოსხმის შემდეგ) აღმოსავლეთის ფრონტიდან 15 დივიზიაზე მეტის გადმოსროლა და ა. შ. ამრიგად, ინგლისელებს სურდათ დაეტოვებინათ უფლება, უარი ეთქვათ „ოვერლორდზე“, თუ მისი განხორიციელების დროისათვის ყველა ეს პირობა შესრულებული არ იქნებოდა.

ჩერჩილის სტრატებიამ კვებეკში კიდევ ერთი დარტყმა მიიღო: კონფერენციაზე დაადგინეს, რომ ძირითად ოპერაციას დახმარებოდნენ სამხრეთ საფრანგეთში, კერძოდ, ტულონსა და მარსელს შორის, დესანტის გადასხმით(კოდური სახელწოდება ამ ოპერაციისა იყო „ენვილი“, შემდგომში ის შეიცვალა „დრაგუნით“). ამ დესანტის შემადგენლოაში უნდა შესულიყო ხმელთაშუაზღვისპირეთში განლაგებული ნაწილები, რომელთა გამოყენებაც ჩერჩილს ჩრდილოეთ იტალიასა და ბალკანეთში სურდა. „ენვილის“ წარმატების უზრუნველსაყოფად მოკავშირეებმა საჭიროდ ჩათვალეს სარდინიისა და კორსიკის დაკავება, როთაც ისინი მიიღებდნენ ხელსაყრელ დასაყრდენს სამხრეთ საფრანგეთში შესაჭრელად. ბრიტანეთის პრემიერი ამ ოპერაციის წინააღმდეგ მისი განხორციელების დღემდე იბრძოდა, რადგანაც თვლიდა რომ ეს გამოიწვევდა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რაიონში სამხედრო მოქმედებების შესუსტებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ერთი სტყვით, კვებეკის კონფერენცია დასრულდა ტრანსლამანშური სტრატეგიის მომხრეთა გამარჯვებით. ერთადერთი, რასაც მიაღწია ჩერჩილმა კვებეკში, იყო ის, რომ კონფერენციის მონაწილეებმა დაადგინეს, გადაესხათ დესანტი სამხრეთ იტალიაში, უზრუნველყოთ იტალიის გამოსვლა ომიდან, დაეკავებინათ აპენინის ნახევარკუნძული რომის ჩათვლით და მუდმივი ზეწოლა ეწარმოებინათ ჩრდილოეთ იტალიაში განლაგებულ გერმანელთა ჯარებზე. და მაინც, სწორედ ეს გადაწყვეტილებები აძლევდა იმდეს ბრიტანეთის პრემიერს, რომ მოგვიანებით ის მაინც შეძლებდა თავისი სურვილის განხორციელებას და მეორე ფრონტს საფრანგეთის ნაცვლად ბალკანეთში გახსნიდა. ბრძოლა ამ საკითხის გარშემო ჯერ კიდე არ იყო დამთავრებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პაპასქირი თ., ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია 1914-1945, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბ., 2009, გვ 316-317.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bernier, Serge (2008). „Mapping Victory“. Beaver. 88 (1): 69–72.
  • Ehrman, John (1956). Grand Strategy Volume V: August 1943–September 1944. London: H.M. Stationery Office, გვ. 15f.  British official history.