შინაარსზე გადასვლა

მოსკვა (სარაკეტო კრეისერი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრეისერი "სლავა", 1983 წელს.

სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ (რუს. Ракетный крейсер «Москва», ყოფილი "სლავა", ქართ. "დიდება") წარმოადგენს 1164 პროექტის ატლანტის კლასის ლიდერ გემს და ხელმძღვანელობს სარაკეტო ჯავშნოსან კრეისერებს რუსეთის საზღვაო ფლოტში. გემს პატრონაჟს მოსკოვი უწევს.

სლავა 1976 წელს აგებულია 61 კომუნარის გემთსაშენებელ ქარხანაში, მიკოლაივში და ზღვაში პირველად 1979 წელს ჩაუშვეს. 1990 წელს სლავა მიკოლაივის ქარხანაში დააბრუნეს განახლებისთვის. გემი სამუშაო მწყობრში 2000 წელს ჩადგა. ამ პერიოდიდან მას "მოსკვა" ჰქვია.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს ომის პერიოდში "მოსკვა" საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში იყო შემოსული. რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ გემი სოხუმის ნავსადგურში დაბინავდა.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს გემმა მონაწილეობა მიიღო კუნძულ ზმეინის დაკავებაში.

2022 წლის 13-14 აპრილის ღამეს გემი ძლიერ დაზიანდა ხანძრისა და აფეთქების შედეგად. 14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კრეისერი შტორმის დროს ბუქსირებისას ჩაიძირა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გემს თავს დაესხა ორი გემსაწინააღმდეგო რაკეტა "ნეპტუნი". 15 აპრილის მონაცემებით, ეკიპაჟის 510 წევრიდან გადარჩა 58. დაღუპულთა შორისაა გემის კაპიტანი ანტონ კუპრინი.

Forbes - ის მიხედვით, ეს გახდა რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო დანაკარგი უკრაინასთან ომში. სავარაუდოდ, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის საწყისი ღირებულებით, კრეისერის ნარჩენი ღირებულება იყო 750 მილიონი დოლარი.