მოსიაშვილები
მოსიაშვილი — ქართული გვარი. გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი მოსია.
1803 წელს ეგნატე თუმანიშვილის მიერ თბილისის სამოქალაქო პოლიციაში მიცემულ არზაში მჩითავი მოსიაშვილი მოიხსენიება. 1826 წელს, ზარიძე ნათლავს მოსიაშვილის შვილს — სოლომონს. მიმრქმელი იყო ნინია ბაჩაშვილის მეუღლე — ელისაბედი. მოსიაშვილები ცხოვრობენ აჭარის რაიონის სოფელ ქედაში.
საქართველოში 2013 წლის მარტის მონაცემებით 2 228 მოსიაშვილი ცხოვრობს: თბილისში — 440, ხაშურში — 270, თელავში — 242, საჩხერეში — 140. არიან სხვაგანაც.
მოსე (ძველი ებრაული) „წყლიდან ამოყვანილი (გადარჩენილი)“. ეს სახელი ერქვა ებრაელთა სჯულმდებელს, რობელიც ბიბლიური გადმოცემით, მდინარე ნილოსში მცურავ აკვანში იპოვნეს და ეგვიპტის დედოფალმა იშვილა. სხვაგვარი განმარტებით, ეს სახელი ძველეგვიპტურია და ნიშნავს „ბავშვს“. მისი ქართული ფორმაა მოშე, აღმოსავლური — მუსა. მისგან წარმოქმნილია გვარები: მოსაშვილი, მოსეშვილი, მოსიაშვილი, მოსიძე, მოსია, მოსიავა, მოსიშვილი, მოშიაშვილი და სხვა.