მონტენეგროელი სერბები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონტენეგროელი სერბები
Срби у Црној Гори
Srbi u Crnoj Gori
საერთო მოსახლეობა
სერბები მონტენეგროში: 178 110 (2011)[1]
სერბ-მონტენეგროელები: 2 103 (2011)
მონტენეგროელ-სერბები: 1 833 (2011)
ენები სერბული
რელიგიები სერბული მართლმადიდებლობა

მონტენეგროელი სერბები (სერბ. црногорcки Cрби / crnogorski Srbi)[2][3] ან მონტენეგროს სერბები (სერბ. Срби у Црној Гори / Srbi u Crnoj Gori) — სიდიდით მეორე ეთნიკური ჯგუფი მონტენეგროში (ქვეყნის მოსახლეობის 28,7%)[4] მონტენეგროელების შემდეგ. მოსახლეობის დამატებით 0.64%-ს შეადგენენ სერბ-მონტენეგროელები (Срби-Црногорци / Srbi-Crnogorci) და მონტენეგროელ-სერბები (Црногорци-Cрби / Crnogorci-Srbi). სერბები ძველი მონტენეგროს, ძველი ჰერცეგოვინის, ბრდას, რაშკას, კოტორის ყურისა და ზეტას ადგილობრივი მკვიდრნი არიან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-6 და მე-7 საუკუნეებში სლავების მოგრაციის დროს, თანამედროვე მონტენეგროს ტერიტორიაზე სერბები დასახლდნენ, რომლებმაც მოგვიანებით რეგიონში რამდენიმე სამთავრო ჩამოაყალიბეს.[5] თანამედროვე მონტენეგროს სამხრეთ ნაწილში ჩამოყალიბდა დუკლიის სამთავრო, ხოლო დასავლეთი ნაწილები ტრავუნიას სამთავროს ეკუთვნოდა. თანამედროვე მონტენეგროს ჩრდილოეთი ნაწილი სერბეთის შიდა სამთავროს ეკუთვნოდა. ყველა ეს ადრეული სახელმწოფო აღწერილი იყო ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე VII პორფიროგენეტის (944-959) ისტორიოგრაფიულ ნაშრომებში.[6]

მონტენეგროს ლინგვისტიკური რუკა (სერბული ენა ლურჯად)

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონტენეგროს ეროვნულ ენას ისტორიულად და ტრადიციულად სერბულს უწოდებდნენ.[7] პავლე ივიჩის მონაცემებით, მონტენეგროში შტოკავური დიალექტის (სერბული ენის დიალექტი) ორ ქვე-დიალექტზე საუბრიბდნენ: აღმოსავლეთ ჰერცეგოვინურსა და ზეტა-სამხრეთ სანჯაკის დიალექტებზე. აღმოსავლეთ ჰერცეგოვინურ დიალექტზე საუბრობენ: ხორვატიაში, სერბეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში და მონტენეგროში. მონტენეგრული ენის თანამედროვე სტანდარტი დამყარებულია ზეტა-სამხრეთ სანჯაკის დიალექტზე. ქვეყნის მოსახლეობის 42.9% ლაპარაკობს სერბულად, როგორც მშობლიურ ენაზე, მათ შორისაა მონტენეგროელების 37%. სერბული იყო მონტენეგროს ოფიციალური ენა 2007 წლამდე, მანამ სანამ, მონტენეგროს ახალი კონსტიტუცია 1992 წლის კონსტიტუციას შეცვლიდა. ამ გადაწყვეტილებამ პროსერბული პარტიების წინააღმდეგობა და პროტესტი გამოიწვია.[8]

მონტენეგრული ენა გახდა ქვეყნის ერთადერთი ოფიციალური ენა, ხოლო სერბულს მიენიჭა აღიარებული უმცირესობის ენის სტატუსი ბოსნიურ, ალბანურ და ხორვატულ ენებთან ერთად.[9] 2006 წლიდან როგორც ენობრივი, ასევე კულტურული ცხოვრების სხვა ასპექტებში, მონტენეგროელი სერბები თანდათანობით „არაძალადობრივ“ „მონტენეგრიზაციას“ განიცდიან.[10]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერბები სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, მონტენეგროს ყველაზე ძლიერი რელიგიური ინსტიტუტის მიმდევრები არიან (სულ 460 383 მიმდევარი ან 74%).[11] ერთ-ერთი უდიდესი სალოცავი ამ რელიგიის მიმდევრებისთვის პოდგორიცაში მდებარე აღდგომის ტაძარია.

მონტენეგრული ქუდი

ტრადიციული ტანისამოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონტენეგრული ქუდი არის ტრადიციული ქუდი, რომელსაც მონტენეგროელები და მონტენეგროელი სერბები ატარებენ. ის ბრტყელი ცილინდრის ფორმისაა, რომელსაც აქვს წითელი ზედა მხარე (ე.წ. ტეპელუკი), რაც მას ლიკასა და ჰერცეგოვინის ქუდებისგან განასხვავებს. იგი მთლიანად წითელი იყო მანამ, სანამ უფლისწულ-ეპისკოპოსმა პეტარ II პეტროვიჩ-ნიეგოშმა მისი გვერდები შავი ნაჭრით (ე.წ. დერევია) არ დაფარა.[12] უფლისწულ-ეპისკოპოსმა ეს ოკუპირებული კოსოვოს მხარდასაჭერად გააკეთა. აღსანიშნავია ისიც, რომ კოსოვოს კულტი მონტენეგროს საუფლისწულო-საეპისკოპოსოში ძალიან პოპულარული იყო. პეტრე II-ის მიერ მონტენეგროელი მთავრებისთვის ქუდის ტარება მაშინდელი სერბული ეროვნული თვითმყოფადობის გამოხატულება იყო.[13] ნაციონალურმა თქმულობამ ქუდის ყველაზე გავრცელებული ვერსია შემდეგნაირად დააფიქსირა: შავი სახვევი მწუხარების ნიშანი იყო ოდესღაც დიდი იმპერიისთვის, წითელი სისხლიანი მარცხი კოსოვოს ბრძოლაში[14] და ხუთი პატარა ზოლი თავზე წარმოადგენს ოდესღაც უფრო დიდი სერბული სამეფოს დარჩენილ ნაშთებს.[15] ეს თქმულება მეტად პოპულარული გახდა დანილო I პეტროვიჩ-ნიეგოშის მმართველობის დროს.

მონტენეგროს ეთნიკური რუკა (სერბები ლურჯად)

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის აღწერის მონაცემებით, სერბები სიდიდით მეორე ეთნიკური ჯგუფია და მონტენეგროს მოსახლეობის 28,7% -ს შეადგენენ. ისინი აბსოლუტურ უმრავლესობაში არიან სამ, ხოლო ფარდობით უმრავლესობაში კიდევ სამ მუნიციპალიტეტში. სერბების რიცხვი ქვეყნის 21 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ოთხში არ აღემატება 20%-ს. სერბების პროცენტული განაწილება მონტენეგროს მუნიციპალიტეტებში ასეთია:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://monstat.org/userfiles/file/popis2011/saopstenje/saopstenje(1).pdf
  2. Charles Seignobos, Political History of Europe, since 1814, ed. S. M. Macvane, H. Holt and Company, New York, 1900, pp. 663–664; excerpt from chapter XXI The Christian Nations of The Balkans, subchapter Servia and Montenegro, passages Montenegro
  3. Projekat Rastko Cetinje – Slavenko Terzic – Ideoloski korijeni crnogorske nacije i crnogorskog separatizma. Rastko.rs. ციტირების თარიღი: 5 November 2011
  4. Official results of the 2011 Montenegrin census.
  5. Ćirković 2004, p. 11-12.
  6. Moravcsik 1967.
  7. cf. Roland Sussex, Paul Cubberly, The Slavic Languages, Cambridge University Press, Cambridge 2006; esp. v. pp. 73: "Serbia had used Serbian as an official language since 1814, and Montenegro even earlier.".
  8. Pro-Serbian parties oppose Montenegro constitution. Setimes.com (26 October 2007). ციტირების თარიღი: 5 November 2011
  9. Ustav Crne Gore. Snp.co.me. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 5 November 2011
  10. Financial Times (2007): Neil MacDonald, Montenegro’s ethnicity debate intensifies
  11. იხილეთ: რელიგია მონტენეგროში
  12. "Crna Gora i Crnogorci" by Vuk Stefanović Karadžić
  13. "O najstarijoj kapi kod Jugoslovena..." by Miodrag Vlahović
  14. Crna Gora... Narodni život i običaji" by Andrija Jovićević
  15. "Crnogorska muška kapa" by Zorica Radulović