მომხმარებლის განხილვა:Zurakapanadze

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ოთოჯი / მომწერე 16:08, 4 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის წესები[წყაროს რედაქტირება]

ზურა, სანამ აქტიურ მუშაობას შეუდგებით, ჩვენი თხოვნა იქნება ჯერ კარგად გაეცნოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. ახალი სტატიის შექმნამდე, ჯერ კარგად შეამოწმეთ ხოლმე უკვე ხომ არ არსებობს იგი. მაგალითად, თქვენ მიერ ახლა შექმნილი ეს სტატია უკვე არსებობს სხვა სათაურით, ამიტომ, ასეთ შემთხვევებში, ბმული რომ წითლად არ ჩანდეს, ახალი სტატია კი არ იქმნება, არამედ არსებულს უკეთდება გადამისამართება ამ სათაურიდან. — მიხეილ მიწერა 17:47, 26 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

საერთაშორისო ბმულები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. გთხოვთ სტატიას მიუთითოთ საერთაშორისო ბმულები. --მიხეილ მიწერა 14:45, 28 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

კარგია. თუმცა ერთი მცირე შენიშვნა — როგორც ჩანს, ინგლისური ვიკიდან გადმოაკოპირე საერთაშორისო ბმულები და ამის შემდეგ, მისი ინტერვიკი ანბანური თანმიმდევრობით ჩასვი. ასევე პირიქით, ინგლისურ ვიკიში ქართულის, თუმცა შეგიძლია ქართულის საერთოდაც არ ჩასვა, ბოტი გააკეთებს ამას ავტომატურად, რამდენიმე წუთში. აღარ დაგავიწყდეს განხილვებში მონაწილეობისას წერილისთვის ხელის მოწერა, ამისათვის, რედაქტირების პანელში ფანქარი ხატია და იმას დააჭირე. როდესაც მომხმარებელს რამეს მისწერ, პასუხს იმავე გვერდზე დაელოდე ან პირიქით, როდესაც შენ მოგწერენ, შეგიძლია შენივე გვერდზე უპასუხო, იმ წერილის ქვეშ. მიხარია, რომ მოგწონს ვიკიში მუშაობა, რაც ძალიან კარგად გამოგდის. თუ რამეში დახმარება დაგჭირდა, ნებისმიერ დროს მზად ვარ დაგეხმარო ვიღიმი --მიხეილ მიწერა 16:12, 28 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სტატიაზე მუშაობა[წყაროს რედაქტირება]

ზურა, როდესაც სტატიაზე მუშაობ, თავში ჩასვი {{subst:L}}, რათა სხვა მომხმარებლები მივხვდეთ, რომ სტატიის რედაქტირებას აგრძელებ. დასრულების შემდეგ კი აუცილებლად ამოიღე ეს თარგი. --მიხეილ მიწერა 18:19, 28 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]