მომხმარებლის განხილვა:GeoCs-User

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ცანგალა () 16:08, 6 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]


გთხოვთ, ვარჯიშისთვის გამოიყენოთ „სავარჯიშო გვერდი“ ![წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით!
გმადლობთ ვიკიპედიისადმი თქვენი ინტერესისთვის. რედაქტირების შესაძლებლობების შემოწმება შესანიშნავად ჩატარდა, ყველაფერი მუშაობს!
სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ გავაუქმოთ თქვენი რედაქტირება, რადგანაც იგი არ შეიცავს ვიკიპედიისთვის საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ვიკიპედიის სავარჯიშო ან თქვენი პირადი სავარჯიშო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.
თუ გსურთ პროექტის უფრო ახლოს გაცნობა, იხილეთ დახმარების გვერდი და შემოუერთდით ვიკიპედიის გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხმარებლებს!


Thank you for experimenting with Wikipedia. Your test worked, and it has been reverted or removed. Please use the sandbox for any other tests you want to do. If you do not speak Georgian but want to learn more about contributing to our encyclopedia, take a look at a special village pump page.მიხეილ (მიწერა) 18:11, 9 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხელმოწერა უნდა დატოვოთ ხოლმე მხოლოდ განხილვის გვერდებზე, სტატიის ძირითად გვერდზე რედაქტირებისას ხელმოწერის დატოვება არ შეიძლება. თქვენს მიერ შეტანილი წვლილი ისედაც ინახება ისტორიაში.

პატივისცემით, --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:03, 10 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. თუ შეიძლება, სტატიებში სტრიქონების თავში ცარიელ ადგილს (როგორც ჩვეულებრივ კეთდება) ნუ ტოვებ - ვიკიპედიაში ეს მიღებული არ არის, თანაც ტექსტის ფორმატირებას აფუჭებს. გამოდის

აი ასეთი ნაწერები

კარგი იქნება, რომ მიაქციო ამას ყურადღება. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:03, 15 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

სურათის ჩასმა[წყაროს რედაქტირება]

იქნებ ვინმემ მასწავლოს თუ როგორ ჩავსვა სურათი. --GeoCs-User განხილვაწვლილი 16:03, 17 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. პირველ რიგში, მომავალში თუ რამეს ვერ გაიგებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს. თემატურად შეარჩიეთ, რა გაინტერესებთ და შესაბამის განყოფილებაში შექმენით განხილვის სექცია.

ახლა რაც შეეხება სურათის დამატებას. სურათების ტექსტთან ჩასმის ინსტრუქციები არის აქ. სურათების ატვირთვას კი თავისი წესები აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ყოველ სურათს უნდა ჰქონდეს მითითებული, თუ საიდან არის, ვინ არის ავტორი (სავარაუდოდ მაინც), რა ლიცენზია აქვს. ეს კეთდება იმისათვის, რომ ვიკიპედიაში თავიდან აიცილონ პრობლემა, იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ, სურათის ავტორი მას შემთხვევით აქ აღმოაჩენს.

ახლა რაც შეეხება სურათებს:

არსებობს ორი ტიპის სურათები - ნაწილი განთავსებულია საერთო საცავში და ღია მოხმარებაშია - მათ თავისუფალი ფაილები ეწოდება. ნაწილი კი ხოლმე ამა თუ იმ ენოვანი ვიკიპედიის მომხმარებლის მიერ იტვირთება ადგილობრივად (ანუ ქართულ ვიკიპედიაში, ვთქვათ). ესენია არათავისუფალი ფაილები.

პირველი

სანამ რამე სურათს ატვირთავთ, პირველ რიგში სჯობს შეამოწმოთ, ხომ არ არის commons-ში (ანუ თავისუფალი ფაილების ვიკისაწყობში). როგორც წესი, ამის გაკეთება ადვილია - თუ ვთქვათ, იმყოფებით ინგლისურენოვან ვიკიპედიაში, დააწკაპუნეთ სურათზე და გადახვალთ თავად სურათის ცალკე გვერდზე, სადაც წერია მონაცემები მის შესახებ. მაგალითად, შევდივარ აქ. ვხედავ, რომ სურათის ქვეშ წერია - This is a file from the Wikimedia Commons. Information from its description page there is shown below. ეს ნიშნავს, რომ სურათი საერთო საცავშია და შემიძლია პირდაპირ დავაკოპირო მისი სახელი - Long_Melford_Holy_Trinity_Church_01.jpg ან File:Long_Melford_Holy_Trinity_Church_01.jpg (ოღონდ უკანასკნელი დამოკიდებულია სხვა გარემოებებზე, თუ ვთქვათ, მხოლოდ Long_Melford_Holy_Trinity_Church_01.jpg არ ასახავს სურათს) და პირდაპირ ჩავსვა ჩემს, ქართულ ვიკიპედიაში დაწერილ სტატიაში. ანუ მე მისი ჩემთან, ქართულ ვიკიპედიაში ატვირთვა არ მჭირდება. ამ სახელის ჩასმით შემიძლია მისი გამოყენება ყველა ენოვან ვიკიპედიაში, ვინაიდან წყაროდ აღებულია საერთო მოხმარებაში არსებული საწყობის ფაილი.

მეორე

მეორე - როდესაც ატვირთვას დაიწყებთ, უნდა ჩასვათ ფაილების სწორი სალიცენზიო თარგი (ანუ ფორმა, რომელიც ასახავს ფაილის შესახებ მონაცემთა ტაბულას) და შეავსოთ მასში ყველა ველი.

არის ძირითადად ორი ასეთი თარგი.

ეს თარგი გამოიყენება ხშირად გამოიყენება კინოპოსტერებზე, ალბომების ყდებზე, რამე კადრზე ფილმიდან. მაგალითი:

{{ინფორმაცია
| აღწერა       = 
| წყარო       =  
|  თარიღი = 
| ავტორი         = 
|უფლება =  
}}

ივსება ასე

{{ინფორმაცია
| აღწერა       = ამა და ამ ფილმის პოსტერი
| წყარო       =  საიტის იმ გვერდის ბმული, საიდანაც არის აღებული. მაგალითად, თუ გვაქვს გუგლის ლოგო http://www.google.com/intl/en_ALL/images/logos/images_logo_lg.gif  მაშინ უნდა მივუთითოთ არა სურათის პირდაპირი მისამართი, არამედ გვერდი, სადაც იგი კონკრეტულად ვიპოვეთ, ანუ http://www.google.com/imghp?hl=en&tab=wi
|  თარიღი = როდის ატვირთეთ (ვინაიდან ხშირად უცნობია, თუ როდის შეიქმნა თავად ფაილი)
| ავტორი         = თუ არ იცით, ვინ არის ავტორი, უბრალოდ ჩაწერეთ „უცნობია“. თუ იცით, რომ რომელიმე კომპანიამ შექმნა ეს სურათი, ჩაწერეთ კომპანიის სახელი ან ვინც არის ავტორი, იმის.
|უფლება = {{პოსტერი}} - მაგალითისათვის, ეს იწერება, თუ კინოპოსტერია
}}

ეს თარგი უფრო ვრცელია და ხშირად გამოიყენება არათავისუფალ ფაილებთან. მაგალითად, როდესაც გვაქვს სურათი, რომელიც არ დევს ვიკისაწყობში.

{{არათავისუფალი  ფაილი
| აღწერა       = 
| წყარო      =  
| თარიღი = 
| ავტორი         = 
| ნაწილი           = 
}}
{{არათავისუფალი  ფაილი/სგდ
| სტატია         =  
| მიზანი           = 
| ჩანაცვლებადობა   = 
| სხვა         = 
}}

გამოიყენება ასე

{{არათავისუფალი  ფაილი
| აღწერა       = რა არის (ვთქვათ - აკადემიკოს დავითის ფოტო
| წყარო      =  როგორც წინა შემთხვევაში - გვერდი, სადაც იგი კონკრეტულად ვიპოვეთ
| თარიღი = იგივე პრინციპი - როდის ატვირთეთ (ვინაიდან ხშირად უცნობია, თუ როდის შეიქმნა თავად ფაილი)
| ავტორი         = ასევე - თუ არ იცით, ვინ არის ავტორი, უბრალოდ ჩაწერეთ „უცნობია“. თუ იცით, რომ რომელიმე კომპანიამ შექმნა ეს სურათი, ჩაწერეთ კომპანიის სახელი ან ვინც არის ავტორი, იმის.
| ნაწილი           = რა ნაწილს იყენებთ ორიგინალურ სურათთან შედარებით. თუ აიღეთ რომელიმე სურათი და მოჭერით ნაწილი და იმ ნაწილს იყენებთ, მიუთითეთ, რომ იყენებთ ფრაგმენტს.
}}
{{არათავისუფალი  ფაილი/სგდ
| სტატია         = ვწერთ პირდაპირ სტატის სათაურს [[]]-ების გარეშე (ანუ ბმულს არ ვქმნით)
| მიზანი           = რისთვის (პიროვნების ილუსტრირება სტატიაში, კომპანიის ლოგო და ა.შ.) 
| ჩანაცვლებადობა   = აქვს თუ არა ჩანაცვლებადობა. როგორც წესი, თუ სურათის თემატიკის მსგავსი რამ დევს ვიკისაწყობში, მაშინ აქვს. თუ არა - არ აქვს.
| სხვა         = აქ ნებისმიერი სხვა ინფორმაცია
}}

ფაილის დამატების დროს მიაქციეთ ყურადღება ზოგიერთ ინსტრუქციას, რომელიც იქ არის მითითებული. მნიშვნელოვანია ეს პუნქტი:

  • ველში „ფაილის ახალი სახელი“ ჩაწერეთ სახელი, რომლითაც იგი შეინახება ვიკიპედიაში. მიზანშეწონილია, რომ მან ასახოს მისი შიგთავსი.
  • გორისციხე, ხედი გორისჯვრიდან.jpg (კარგია)
  • 353sgHF35dN678cnvb.JPG (ცუდია)
  • დარწმუნდით, რომ ფაილს არ ეწოდება „123px-მაგალითი.jpg“. თუ ეს ასეა, თქვენ შეინახეთ მისი შემცირებული ვერსია.

ასევე ატვირთვის ფორმის ქვევით არის ასეთი პუნქტი „ლიცენზია“. გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სურათთან და დამატებით ინფორმაციას ამატებს. ამაში შემდგომში გაერკვევით. თუ რამე დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ თქვენსავე გვერდზე, აქვე, ქვევით მიაწეროთ კომენტარი ან კითხვა. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:40, 17 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამოხმაურებები[წყაროს რედაქტირება]

არაფრის. იმედია, დაგეხმარება. მაგრამ გამოხმაურებები, თუ შეიძლება, დაწერე განხილვის გვერდზე და არა მომხმარებლის გვერდზე. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 12:35, 19 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

კარგი--GeoCs-User განხილვაწვლილი 13:33, 19 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]