მომწვანო-წითური აბლაბუდიანი სოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მომწვანო-წითური აბლაბუდიანი სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  კორტინარიუსისებრნი
გვარი:  აბლაბუდიანი სოკოები
სახეობა:  მომწვანო-წითური აბლაბუდიანი სოკო
ლათინური სახელი
Cortinarius rufo-olivaceus (Fr.) Fr., 1838

მომწვანო-წითური აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius rufo-olivaceus) — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების გვარისა,[1] რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას (კანადა).

ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ თვლის,[2] მეორე წყარო კი — არასაჭმელად.[3] იზრდება კირიან და თიხიან ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1801 წელს როგორც Agaricus rufo-olivaceus. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.[4]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus rufoolivaceus Fr., 1821basionym
  • Agaricus rufoolivascens Pers., 1801
  • Myxacium rufoolivaceum (Fr.) P.Kumm., 1871
  • Phlegmacium rufoolivaceum (Fr.) Wünsche, 1877

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 7-10 სმ, ნორჩობაში ნახევარსფეროსებრია, შემდგომში — ამობურცული ან ბრტყელი, ლორწოვანია, აბლაბუდისებრი საბურველით. ნორჩობაში იასამნისფერია, შემდეგ — წითელ-ყავისფერი. ახასიათებს იასამნისფერი შეფერილობის კიდეები, რომელიც თანდათან ვარდისფერდება.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, კბილით დაღმავალი. ნორჩობაში ზეთისხილისფერია ან იასამნისფერი, ხშირად ორივე ფერის, ასაკთან ერთად ყავისფერდება, თუმცა კიდეებთან ხშირად იტოვებს იასამნისფერ შეფერილობას.

რბილობი — იასამნისფერი, შუაში — მოყვითალო, მჟავე-მომწარო გემოთი, განსაკუთრებული სუნის გარეშე.

ფეხის სიგრძე — 5-11 სმ, სიგანე — 1,2-1,8 სმ, ძირში ბოლქვივით გამსხვილებული, ფეხის უმეტესი ნაწილი იასამნისფრად არის შეფერილი, ქვედა ნაწილი ღვინისფერ-წითელია.

სპორების ფხვნილი — ჟანგისფერ-ყავისფერი. სპორები — 10,5-14×6-8 მკმ, ნუშისებრი, მეჭეჭებიანი ზედაპირით.

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელების არეალი მოიცავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას, კერძოდ, ბრიტანეთის კოლუმბიას (კანადა).[5] იშვიათი სოკოა, შესულია ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წითელ წიგნში.[6] როგორც წესი იზრდება საკმაოდ დიდ ჯგუფებად შედარებით თბილ რეგიონებში, უპირატესად კირიან და თიხიან ნიადაგზე,[7] ფოთლოვან და შერეულ ტყეებში მუხისა და წიფლის ქვეშ,[2] ზაფხულიდან შემოდგომამდე.[8]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bisby F.A., Roskov Y.R., Orrell T.M., Nicolson D., Paglinawan L.E., Bailly N., Kirk P.M., Bourgoin T., Baillargeon G., Ouvrard D. (red.) (16 mars 2011). ”Species 2000 & ITIS Catalogue of Life: 2011 Annual Checklist.”. Species 2000: Reading, UK. Läst 24 september 2012.
  2. 2.0 2.1 Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
  3. Нездойминого Э. Л. Семейство паутинниковые / отв. ред. М. А. Бондарцева. — СПб.: Наука, 1996. — С. 76. — 408 с. — (Определитель грибов России: Порядок агариковые. Вып. 1).
  4. E.M. Fries (1838) , In: Epicr. syst. mycol. (Upsaliae):268
  5. Cortinarius rufoolivaceus. Discover Life. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2022.
  6. Zbigniew Mirek: Red list of plants and fungi in Poland = Czerwona lista roślin i grzybów Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany. Polish Academy of Sciences, 2006. ISBN 83-89648-38-5.
  7. E. Garnweidner. Cortinarius rufoolivaceus Fr.. Pilze am Ammersee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2014-07-18.
  8. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 191, ISBN 99940-856-1-1.