მომიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხაჩკარი, 1306

მომიკი (სომხ. Մոմիկ; დ. XIII საუკუნე — გ. XIV საუკუნე) — სომეხი არქიტექტორი და მხატვარი. წარმოშობით ვაიოცძორიდან. გლაძორის უნივერსიტეტის კუსდამთავრებული. ოსტატ სირანესის მოსწავლე. სომხური მინიატურების სფეროში გლაძორის სკოლის ცნობილი წარმომადგენელი.

მომიკი დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა კილიკიაში, შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და სიუნიქში გავლენის მოქნე სტეფანოს ორბელიანის კარზე მიიღო სკულპტორისა და მინიატურისტის თანამდებობა.

მომიკის პროექტით და ხელმძღვანელობით აშენდა არენის ღვთისმშობლის ეკლესია (1321 წ.), რომელიც დღემდეა შემონახული. მომიკის განვითარების უმაღლესი მწვერვალია ნორავანქის მონასტერი (1339 წ.), სიუნიქის მიტროპოლიტის საკათედრო ტაძარი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]