მოლდოვის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოლდოვის საფოსტო მარკა

მოლდოვის კულტურარუმინული კულტურისა და საბჭოთა კულტურის ნაზავი. რუმინული კულტურის ტრადიციული ლათინური ფესვები II საუკუნეში მიდის, პერიოდამდე როდესაც რომმა დაკიის კოლონოზაცია დაიწყო.

საუკუნეების განმავლობაში, რომელსაც 271 წელს რომაელების წასვლა მოჰყვა, რეგიონის მოსახლეობა სხვადასხვა ხალხის თუ სახელმწიფოების გავლენას განიცდიდა, ესენი იყვნენ: ბიზანტიის იმპერია, მეზობელი სლავები, უნგრელები და სხვა მცირე ხალხი, მოგვიანებით რეგიონზე თავისი კვალი დატოვა ოსმალეთის იმპერიამ. XIX საუკუნიდან დასავლეთ ევროპული (განსაკუთრებით ფრანგული) გავლენა რუმინულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში აშკარა გახდა. შედეგად ასეთმა ნარევმა (ფრ. mélange) მდიდარი კულტურული ტრადიცია წარმოქმნა. ასეთი საგარეო ურთიერთობები გარდაუვალი იყო რეგიონის გეოგრაფიიდან გამომდინარე, ეს გარე გავლენები ემსახურებოდნენ ენერგიული და სიცოცხლის მოყვარული მასობრივი კულტურის გავრცელებას.

იმ ტერიტორიის მოსახლეობა, რომელიც ერთ დროს მოლდოვის სამეფოს (1359–1859) წარმოადგენა, XIV საუკინიდან საკუთარ თავს უმეტესად მოლდოველებად მიიჩნევდნენ, თუმცა სხვა რუმინულ ჯგუფებთანაც აგრძელებდნენ ახლო კულტურული კავშირის ქონას. 1812 წელის შემდეგ, აღმოსავლეთ მოლდოველები, ბესარაბიისა და დნესტრისპირეთის მკვიდრნი, 1812–1917 წლების პერიოდში სლავური კულტურის, ხოლო 1940–1989 წლებში რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცნენ, შესაბამისად დამყარდა საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული კონტროლი და დაიწყო ეთნიკური რუსების და რუსულად მოლაპარაკე ხალხის იმიგრაცია.

1918 წლისთვის ბესარაბია, ერთ–ერთი ყველაზე განუვითარებელი რეგიონი და რუსეთის იმპერიის ყველაზე ნაკლებად განათლებული ევროპული რეგიონი. რუმინული აღწერის მიხედვით 1930 წელს, აქ მცხოვრები მოსახლეობის წერა–კითხვის მცოდნეთა დონე მხოლოდ 40%-ს შეადგენდა, რაც საგრძნობი მატება იყო 30 წლის წინანდელ, რუსეთის იმპერიაში ყოფნისას არსებული, იმავე მაჩვენებლის 12%-თან შედარებით. წერა–კითვის ცოდნა განსაკუთრებით დაბალი იყო ქალებში, 1918 წელს ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლები იყო, ხოლო 1940 წლისთვის 50%-ზე ოდნავ ნაკლები. თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ განათლების გავრცელებას შეუწყო ხელი, მათ ასევე ყველაფერი გააკეთეს, რათა რეგიონს ყველანაირი კულტურული კონტაქტი გაეწყვიტა რუმინეთთან. საბჭოთა ხელისუფლების დროს, მოხდა ეთნუკურად რუმინელი ინტელექტუალების გადინება, 1940 წლის შემდეგ მათი ნაწილის დაახვრეტა, ხოლო როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ასევე მის მერე მათი გადასაახლება. ბესარაბიის კულტურული და განათლების მდგომარეობა გაუარესდა, ქვეყნა უფრო რუსიფიცირებული გახდა.

1960–იანი წლების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ განავითარა ურბანული კულტურა და სამეცნიერო ცენტრები, რომლებშიც შემდგომ უმეტესწილად ისევ რუსებით და სხვა არარუმინული წარმოშობის ჯგუფებით შეივსო. ეს კულტურად ზედაპირული იყო და უცხო. ურბანული კულტურის უმეტესი ნაწილი მოსკოვიდან შემოვიდა; სოფლად მცხოვრებ ეთნიკურ რუმინელებს საკუთარი თავის გამოხატვა მხოლოდ ფოლკლორსა და ფოლკლორულ ხელოვნებაში შეეძლო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]