მოზდოკის ივერიის ღვთისმშობელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოზდოკის ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი

მოზდოკის ივერიის ღვთისმშობელი — სასწაულმოქმედად შერაცხილი ღვთისმშობელის ხატი, ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ხატი ეკუთვნოდა სახელგანთქმულ ქართველ მეფე თამარს, რომელიც განსაკუთრებულად იმით გამოირჩეოდა, რომ კავკასიის მთიელთა შორის ქრისტიანობის გავრცელებას ცდილობდა. მრავალი ჩერქეზი წარმართის მოქცევისა და გაქრისტიანების შემდეგ თამარ მეფემ მათ ივერიის ღვთისმშობლის ხატი გაუგზავნა. თამარის დროიდან 1768 წლამდე ხატი იმყოფებოდა მთებში, სადაც მრავალი სასწაულით განდიდდა. ის უვნებლად გადაურჩა ორ ხანძარს, როდესაც მთლიანად დაიწვა ტაძარი, რომელშიც იგი იმყოფებოდა. 1768 წელს იმპერატრიცა ეკატერინე II განკარგულებით მთიანი ოსეთის მკვიდრი ჩრდილოელები მთებიდან თერგის გასწვრივ ჩამოსახლდნენ და თან ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ჩამოიტანეს. მოზდოკის ეპისკოპოსი ლიტანიით გამოვიდა ღვთისმშობლის ხატთან შესახვედრად და მის წინაშე პარაკლისი აღასრულა, სურდა, ხატი თან წაეღო და ტაძარში მოეთავსებინა, მაგრამ იმ ურემში შებმული ხარები, რომელზედაც ხატი იყო დაბრძანებული, ადგილიდან არ იძვროდნენ. ხალხი ბრბოებად მიდიოდა, რათა თაყვანი ეცა ხატისთვის. ღვთის ამგვარი მოწყალებით გახარებული მოსახლეობა ისწრაფოდა, რომ სამლოცველო აეგო და ივერიის ღვთისმშობლის ხატი მასში დაებრძანებინა.

გარკვეული დროის შემდეგ, 1798 წელს მოზდოკში, გამოჩინების ადგილას აიგო ეკლესია, სადაც ხატი იქნა დაბრძანებული. ზეციურ დედოფალს ავადმყოფობის და უბედურების დროს მიმართავს ყველა: მართლმადიდებლები, სომხები, კათოლიკები, ჩერქეზები და ოსები. უდიდესი სასწაულების გამო განადიდებენ მას, სანთლებს ანთებენ და სავედრებელ ლოცვას აღავლენენ. ხალხში არსებული გადმოცემის მიხედვით, 1840 წელს, როცა შამილი მოზდოკთან იყო მისული, მას და მის ჯარს თეთრად მოსილი ქალი გამოეცხადა და ქალაქზე თავდასხმა აუკრძალა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულმოქმედი ხატების ისტორია“. გვ. 117-118. თბილისი 2001 წ.