შინაარსზე გადასვლა

მოგზაურობა დასავლეთში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოგზაურობა დასავლეთში - XVI საუკუნის ჩინური რომანი, გამოცემული მინგის დინასტიის დროს. ითვლება ოთხი უდიდესი კლასიკური ჩინური ნოველისგან ერთ-ერთად. ავტორად მიჩნეულია ვუ ჩენიენი. თხზულება წარმოადგენს ტანგის დინასტიის ბუდისტი ბერის სუნზანის ლეგენდარული პილიგრიმური მოგზაურობის გავრცობილ აღწერას. სუნზანმა იმოგზაურა "დასავლეთის რეგიონებში", ანუ შუა აზიასა და ინდოეთის სუბკონტინენტზე, ბუდისტური წმინდა ტექსტების (სუტრების) მოსაპოვებლად, მრავალი განსაცდელის შემდეგ ჩინეთში დაბრუნდა და თვითონ აღწერა მოგზაურობა "ტანგის დასავლეთის რეგიონების დიდ აღწერაში". "მოგზაურობა დასავლეთში" მისი მოტივებით შექმნილი მხატვრული მაწარმოებია, რომელშიც ბერის მგზავრობის ძირითად სიუჟეტს ემატება ელემენტები ხალხური თქმულებებიდან და ავტორის წარმოსახვიდან, მაგ. "მოგზაურობა დასავლეთში" გაუტამა ბუდამ ეს დავალება ბერს თავად მისცა და დაახმარა სამი დამცველი, რომლებისთვისაც ეს ცოდვების გამოსყიდვა იქნება. ეს დამცველები არიან სუნ ვუკონი, ჟუ ბაჟიე და შა ვუჟინგი - ლეგენდარული პერსონაჟები და თხზულების ერთ-ერთი ძირითადი გმირები.

"მოგზაურობა დასავლეთში"-ზე ძლიერი გვლენა იქონია ჩინურმა ხალხურმა რელიგიამ, ჩინურმა მითოლოგიამ, კონფუციანისტურმა, დაოსისტურმა და ბუდისტურმა ფილოსოფიამ, დაოსისტურმა უკვდავების პანთეონმა და ბუდისტურმა წმინდანებმა. რომანი ერთდროულად იუმორისტული სათავგადასავლო სატირა, სასულიერო თემების განხილვა და კეთილზნეობისკენ დიდი გზის გავლის ალეგორიაა, რომელიც დღესაც პოპულარულია ჩინეთში [1].

ისტორიული კონტექსტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანი ”მოგზაურობა დასავლეთში” დაფუძნებულია ისტორიულ მოვლენებზე. სუნზანი (602–664) ტანგის დინასტიის დროინდელი ბუდისტი ბერი იყო. ბუდისტური ტექსტების ჩინურად კარგი თარგმანის არარსებობის გამო ის ინდოეთში გაემგზავრა, სადაც ცამეტი წელი სწავლობდა და ბუდისტურ წმინდა ადგილებს ინახულებდა. მან ჩინეთში ტექსტები და ხატები ჩამოიტანა და იმპერატორმა ის თბილად მიიღო, მისი მოტანილი საგანძურის შესანახად აიგო ახალი მონასტერი.

წიგნი შეიცავს 100 თავს, რომლებიც ოთხ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი მოგვითხრობს სუნ ვუკონის - მაიმუნთა მეფის ისტორიას. ის დაიბადა ქვისგან მაღალ მთაზე, დაოსისტი ბერის დახმარებით გაიგო უკვდავების და ზებუნებრივი ძალების საიდუმლო და თავისი ძალების გამოყენებით სახელი მოიპოვა. მისი ქმედებებით ის ქაოსს იწვევს სამოთხის იმპერატორის კარზე, ის არ ემორჩილება სამოთხის კანონებს და მას საბოლოოდ თვით ბუდა ხუთასი წლით ატყვევებს მთის ძირში.

მეორე ნაწილი მოგვითხრობს ბერი სუნზანის შესახებ. სანზანი კეთილშობილი ბუდისტი ბერი იყო. ჩინეთის ცოდვილი, ბნელი ცხოვრებით შეწუხებული ბუდა ბერს აგზავნის ჩინეთისთვის ბიდუსტური წმინდა ტექსტების მოსაპოვებლად დასავლეთიდან (ინდოეთიდან). მას თან ახლავს სამი მოწაფე და დამცველი: სუნ ვუკონგი, რომელსაც ბერი ათავისუფლებს და რომელიც ყოველთვის ძალადობისკენ მიდრეკილია; ჟუ ბაჟიე, რომელიც სამოთხიდან განდევნეს მთვარის ქალღმერთის უპატივცემულობისთვის და რომელიც ყოველთვის ქალებზე და საჭმელზე ფიქრობს და ძალზე ზარმაცია და შა ვუჟინი, რომელიც განდევნეს დასავლეთის დედოფლის კუბოს გატეხვისთვის. სანზანის ხორცი უკვდავების წყაროა და მას მუდამ დემონები და ბოროტი ჯადოქრები ესხმიან თავს. მოგზაურობა თოთხმეტ წელიწადს გრძელდება. ტექსტების პოვნის შემდეგ ბუდა ყოველ მათგანს აჯილდოვებს და პერსონაჟები ჩინეთში ბრუნდებიან.

  • Plaks, Andrew (1987). The Four Masterworks of the Ming Novel. Princeton: Princeton University Press. pp. 183–276.
  • .Plaks, Andrew (1994). "Journey to the West". In Miller, Barbara S. (ed.). Masterworks of Asian Literature in Comparative Perspective. New York: M.E. Sharpe. pp. 272–284.
  • Bhat, R. B.; Wu, C. (2014). Xuan Zhang's mission to the West with Monkey King. New Delhi: Aditya Prakashan.
  • Shi Changyu 石昌渝 (1999). "Introduction". Journey to the West. Volume 1. Translated by Jenner, William John Francis (Seventh ed.). Beijing: Foreign Languages Press. pp. 1–22.
  • "Translator's Afterword". Journey to the West. 4. Translated by Jenner, William John Francis (Seventh ed.). Beijing: Foreign Languages Press. 1984. pp. 2341–2343.
  • Jenner, William John Francis (3 February 2016). "Journeys to the East, 'Journey to the West". Los Angeles Review of Books.
  • "Introduction". Journey to the West. Volume 1. Translated by Yu, Anthony C. Chicago: University of Chicago Press. 1977. pp. 1–62.