მოანდა
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მოანდა ფრანგ. Moanda | |||
| |||
ქვეყანა | გაბონი | ||
პროვინცია | ზემო ოგოუე | ||
კოორდინატები | 1°34′00″ ს. გ. 13°12′00″ ა. გ. / 1.56667° ს. გ. 13.20000° ა. გ. | ||
მოსახლეობა | 59 154 კაცი (2013) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
მოანდა (ფრანგ. Moanda) — გაბონის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი, რომელიც მდებარეობს ზემო ოგოუეს პროვინციაში. ის ასევე მანგანუმის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, რომლის საბადოს დამუშავება დაიწყო 1957 წელს კომპანია COMILOG Cableway-მ. მოანდა, რომლის მოსახლეობის რაოდენობა 2013 წლის აღწერით შეადგენს 59 154 ადამიანს[1][2] მეორე ქალაქია ფრანსვილის შემდეგ ზემო ოგოუეს პროვინციაში. ამას გარდა, ის საზღვრისპირა ქალაქია, რომელიც მდებარეობს კონგოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრიდან 100 კმ-ში.
გეოგრაფია და კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოანდა მდებარეობს რამდენიმე ერთმანეთის მეზობელ პლატოზე, რომლებიც მდებარეობენ ჩრდილოეთით არსებულ უფრო მაღალ და დიდ Bangombe-ს პლატოსა და სამხრეთით მდებარე მდინარე მიოსოს ჭაობიან ადგილებს შორის.
ქალაქის კლიმატი ეკვატორულია, იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში დამახასიათებელია ჭექა-ქუხილი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ხოლო ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით — დაბალი ტემპერატურა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად მოანდა იყო სოფელი, რომელიც მდებარეობდა მდინარე მიოსოს ჭაობიან ნაპირზე. უახლოეს Bangombe-ის პლატოზე 1953 წელს მანგანუმის საბადოს აღმოჩენამ გამოიწვია ქალაქის განვითარება. 1959 წელს მოანდის მახლობლად აშენდა რკინიგზა, რომლის საშუალებითაც მადანი ექსპორტზე გადიოდა. 1990-იან წლებში ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა კონგოს რესპუბლიკიდან დევნილი მოსახლეობის ჩამოსვლით.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოანდა დაყოფილია სამ ნაწილად. პირველი მდებარეობს მთავარ პლატოზე და მის კალთებზე, აქ მდებარეობს სავაჭრო ცენტრი და მჭიდროდ დასახლებული რაიონები — Ankoula, Montagne Sainte და Fumier. მეორეში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონებია — Alliance, Rio და L’Oasis. მესამე მდებარეობს პლატოს აღმოსავლეთით და შედგება რაიონებისგან Lekolo და Leyima.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოანდა მსოფლიოში მანგანუმის მოპოვების ერთ-ერთი მსხვილი ცენტრია. მმართველ კომპანია COMILOG Cableway-ს ექსპორტზე გააქვს საშუალოდ 3,5 მილიონი ტონა მანგანუმის მადანი წელიწადში[3], რითაც გაბონი მანგანუმის ექსპორტის მხრივ მსოფლიოში ყველაზე სამი მსხვილი ქვეყნებიდან ერთ-ერთია. მანგანუმი დღემდე მოიპოვება Bangombeის პლატოზე (42 კმ²).
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში არსებობს აეროპორტი და სარკინიგზო ვაგზალი, რომელიც მდებარეობს Bangombe-ის პლატოს ჩრდილოეთით. ასევე ფუნქციონირებს ავტომაგისტრალი N3, რომელიც ერთმანეთთან აერთებს მოანდას და მბინდას, (კონგოს რესპუბლიკა).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (RGPL-2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-31. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (geohive). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-06. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
- ↑ Presentation of Eramet manganese activities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-08.