ფრანსვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ფრანსვილი
ფრანგ. Franceville
Franceville.jpg
ქვეყანა გაბონის დროშა გაბონი
პროვინცია ზემო ოგოუე
კოორდინატები 1°38′00″ ს. გ. 13°35′00″ ა. გ. / 1.63333° ს. გ. 13.58333° ა. გ. / -1.63333; 13.58333
ადრეული სახელები მასუკუ
ცენტრის სიმაღლე 333
მოსახლეობა 110 568 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+1
ფრანსვილი — გაბონი
ფრანსვილი

ფრანსვილი (ფრანგ. Franceville) — ქალაქი გაბონის აღმოსავლეთში, ზემო ოგოუეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობის რაოდენობის სიდიდის მხრივ ქვეყნის მესამე ქალაქია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავიდან მის ადგილას იყო სოფელი, სახელად მასუკუ, რომელიც შემდეგ ყოფილი მონების გადასასახლებლად პიერ სავორნიან დე ბრაზამ აირჩია და 1880 წელს მას სახელად «ფრანშევილი» (რაც ფრანგულად ნიშნავს «განთავისუფლებულთა ქალაქს») უწოდა. იგი შემდგომში თანდათან გაიზარდა და ქალაქად გადაიქცა, რის შემდეგაც ფრანსვილი ეწოდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე მპასაზე, ქვეყნის დედაქალაქ ლიბრევილიდან დაახლოებით 512 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 333 მეტრ სიმაღლეზე[1].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 110 568 ადამიანს, 1993 წლის აღწერის მონაცემებით ის შეადგენდა 30 246 ადამიანს[2][3].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ტრანსგაბონური რკინიგზის და ეროვნული ავტომაგისტრალი N3-ის საბოლოო პუნქტია.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება 1899 წელს აშენებული წმინდა ილერის ტაძარი, გაბონის ყოფილი პრეზიდენტ ომარ ბონგოს დიდი სტატუა (რომელიც დაიბადა ფრანსვილში) და სამედიცინო სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტი. ქალაქში ასევე არსებობს გოლფის მოედანი და აეროპორტი, რომელიც მდებარეობს 20 კმ-ით დასავლეთით, მვენგუეში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]