მკრთალი ცრუყაზახა (ლათ.Pseudomuscari pallens) — მრავალწლოვანიბალახოვანი მცენარესატაცურისებრთაოჯახისა. აქვს მცირე ზომის, უნაყოფო, თითქმის მჯდომარე ყვავილები; მოკლე, თავდაკიდებული, ყუნწიანი სანაყოფე ყვავილები. მილისებურ-ოვალური, თეთრი ან ოდნავ ცისფერი ყვავილსაფარი. მოკლე და ოვალური მტევანი. ვიწრო, ხაზურ-ძაფისებრი, სიგრძით ღეროსოდენა ან ოდნავ გრძელი და ღარიანი ფოთლები. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივნისში. გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. საქართველოში სპორადულად გვხვდება თითქმის ყველგან. იზრდება მთის შუა, სუბალპურ და ალპური სარტყლებში — მდელოებზე, ხალებზე, კლდის ნაპრალებში, კირქვიან გაშიშვლებებსა და ნაზვავებზე.[1] ზოგიერთი წყაროს მიხედვით შედის ყაზახას (Muscari) გვარში.[2]