მიხეილ დარასელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარასელია.
მიხეილ დარასელია
მიხეილ დარასელია.jpg
დაბ. თარიღი 15 (28) ივნისი 1902
დაბ. ადგილი ზუგდიდი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 22 თებერვალი 1997(1997-02-22) (94 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ნიადაგთმცოდნეობა
ალმა-მატერი თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი და ლენინის ორდენი

მიხეილ კონსტანტინეს ძე დარასელია (დ. 28 ივნისი [ძვ. სტ.15 ივნისი] 1902 დაბა ზუგდიდი — გ. 22 თებერვალი, 1997, თბილისი) — ქართველი აგრონომ-ნიადაგთმცოდნე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1955), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი. 1928-1929 წლებში მუშაობდა ოზურგეთის საცდელ სადგურში ნაკვეთების გეოგრაფიული ქსლის გამგედ. 1930 წლიდან ჩაის მეურნეობის საკავშირო ინსტიტუტის ნიადაგთმცოდნეობის განყოფილების გამგეა. 1974 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა პრობლემების განყოფილების აკადემიკოს-მდივანია. დამუშავებული აქვს ნიადაგების ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები და ჩამორეცხილი ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენის საკითხები; შეისწავლა საქართველოს ეწერი და წითელმიწა ნიადაგები და მათი გამოყენება სუბტროპიკული კულტურებისათვის. დარასელია ნიადაგთმცოდნეთა საკავშირო საზოგადოების წევრი იყო.

სსრკ VII-VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]