შინაარსზე გადასვლა

მიხაილო ბერკოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხაილო ბერკოსი
უკრ. Михайло Беркос
დაიბადა 22 აგვისტო (3 სექტემბერი), 1861
დაბადების ადგილი ოდესა, ხერსონის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 20 დეკემბერი, 1919(1919-12-20) (58 წლის)
გარდაცვალების ადგილი ხარკივი, უკრაინის სსრ, სსრკ
ეროვნება უკრაინელი
სფერო ფერწერა
მიმდინარეობა იმპრესიონიზმი
ჟანრი პეიზაჟი

მიხაილო ბერკოსი (დ. 22 აგვისტო (3 სექტემბერი), 1861, ოდესა — გ. 20 დეკემბერი, 1919, ხარკივი) — უკრაინელი ფერმწერი. დაამთავრა ოდესის ხატვის სკოლა (1878) და სანქტ პეტერბურგის სამხატვრო აკადემია (1889; მიხეილ კლოდტისა და ვლადიმერ ორლოვსკის სახელოსნო). 1893 წლიდან უპირატესად უკრაინაში მუშაობდა; 1904 წლიდან ასწავლიდა ხარკივის ხატვის სკოლაში. 1906 წელს იყო ხარკივის მხატვართა ამხანაგობის თავმჯდომარე. 1890 წლიდან მონაწილეობდა სამხრეთ რუსეთის მხატვართა ამხანაგობის გამოფენებში (1894–1904 წლებში — მისი წევრი). სრულყოფილად ფლობდა ნახატს, გატაცებული იყო პლენერით. ნამუშევრები ინახება ხარკივისა და ულიანოვის სამხატვრო მუზეუმებში, ალუპკის სასახლე-მუზეუმში. ნამუშევართა გამოფენები ხარკივში გაიმართა 1906, 1938, 1962, 1991 წლებში. ძირითადად პეიზაჟებს ხატავდა.[1]

ძირითადი ნამუშევრები: „სელი ყვავის“ (1893), „ქუჩა სამაზრო ქალაქ უმანში“ (1895), „ნარშავები“ (1898), „ხეივანი. ძველ სახლთან“ (1911), „პეიზაჟი ტირიფებით“ (1915).

  • Михайло Андрійович Беркос: Каталог. Х., 1962;
  • Виставка «Видатні майстри українського пейзажу М. А. Беркос, М. С. Ткаченко, П. О. Левченко». Живопис. Графіка: Каталог. Х., 1991;
  • Афанасьев В. А., Барковская О. М. Товарищество южнорусских художников: Биобиблиогр. справоч. О., 2000.
  1. Афанасьєв, В. А.. Беркос Михайло Андрійович uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2003). ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2023