შინაარსზე გადასვლა

მიხაელ ენდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხაელ ენდე
გერმ. Michael Andreas Helmut Ende
დაბადების თარიღი 12 ნოემბერი, 1929(1929-11-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი გარმიშ-პარტენკირხენი[15] [16] [17]
გარდაცვალების თარიღი 28 აგვისტო, 1995(1995-08-28) (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი ფილდერშტადტი[15] ან Filderklinik[18]
დასაფლავებულია მიუნხენის ვალდფრიდჰოფის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[19] [1] , საბავშვო მწერალი, სცენარისტი[1] , სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ნოველისტი, fantasy author, მსახიობი[1] , რეჟისორი[1] , პოეტი[1] , მუსიკოსი[1] , ლიბრეტისტი[1] და Liedermacher[1]
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  გერმანია[20]
Magnum opus დაუსრულებელი ამბავი[21] , მომო, ჯიმ ბატონი, The Night of Wishes, Jim Button and the Wild 13 და Mirror in the Mirror: A Labyrinth
ჯილდოები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის ჯვარი, ვერცხლის კალამი, Großer Preis der Deutschen Akademie für Kinder- und Jugendliteratur e.V. Volkach, Bayerischer Poetentaler[22] , Pipe Smoker of the Year[23] , Pier Paolo Vergerio European Prize for Children's Literature[24] , Q139717539?[25] და Hugo-Jacobi-Preis
მეუღლე მარიკო სატო[26] და ინგებორგ ჰოფმანი[26]
ხელმოწერა
საიტი michaelende.de/de

მიხაელ ანდრეას ჰელმუთ ენდე (გერმ.  Michael Andreas Helmuth Ende; დ. 12 ნოემბერი, 1929, გარმიშ-პარტენკირხენი — გ. 28 აგვისტო, 1995, ფილდერშტადტ-ბონლანდენი) — გერმანელი მწერალი, მთელი რიგი საბავშვო ნაწარმოებების ავტორი, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილია მოთხრობა „დაუსრულებელი ამბავი“. დღეს ენდეს ნაწარმოებები 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და 35 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გამოცემული[27]. „დაუსრულებელი ამბის“ მოტივებზე გადაღებული რამდენიმე მხატვრული ფილმი. 1989 წელს დაწერილ ზღაპარ „ჯადოსნური სასმელის“ მიხედვით კი 2000 წელს ცნობილი ანიმაციური სერიალი „ვუნშპუნში“ გადაიღეს. ენდეს კალამს ეკუთვნის რამდენიმე პიესა, რომანი და მოთხრობა.

მიხაელ ენდე დაიბადა მხატვარ-სიურრეალისტ ედგარ ენდეს ოჯახში. დაამთავრა ვალდორფის სკოლა შტუტგარტში. ახალგაზრდობაში თეატრის მსახიობადაც მუშაობდა. მისი ნაწარმოებების გამოცემა 1947 წლიდან დაიწყო, მაგრამ პოპულარობა უფრო მოგვიანებით ეწვია, როდესაც ნაწარმოებები „ჯიმ ღილი და მემანქანე ლუკასი“ (1960), „მომო“ (1973), „დაუსრულებელი ამბავი“ (1979) დაიბეჭდა. გარდაიცვალა კუჭის კიბოთი სამოცდახუთი წლისა, დაკრძალულია ვალდფრიდჰოფის სასაფლაოზე.

ენდე ორჯერ დაქორწინდა, მაგრამ შვილები არ შესძენია. 1952 წელს მსახიობი ინგებორგ ჰოფმანი გაიცნო მეგობრებთან წვეულებაზე. 1964 წელს რომში იქორწინეს. ჰოფმანმა ქმრის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია, ხშირად ენდეს ხელნაწერებს ერთად განიხილავდნენ ხოლმე. მათი ქორწინება 1985 წელს დასრულდა, როდესაც 63 წლის ინგებორგ ჰოფმანი თრომბოემბოლიისგან გარდაიცვალა. მეორე ცოლად მიხაელმა იაპონელი-გერმანელი მარიკო სატო შეირთო, რომელიც ჯერ კიდევ 1976 წელს გაიცნო. სატოს ქორწინებამდე ენდეს რამდენიმე წიგნი ჰქონდა იაპონურად თარგმნილი, ხოლო 1977-80 წლებში მათ გერმანულ ენაზე ერთობლივად თარგმნეს ქენძი მიაძავას ათობით ზღაპარი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 Deutsche Nationalbibliothek Record #118530259 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. Find a Grave — 1996.
  5. filmportal.de — 2005.
  6. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  7. Kritisches Lexikon der Gegenwartsliteratur / Hrsg.: H. L. Arnold, H. Korte — 1978.
  8. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  9. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  10. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. Babelio — 2007.
  12. Munzinger Personen
  13. ПроДетЛит — 2019.
  14. Swartz A. Open Library — 2007.
  15. 1 2 Michael Ende
  16. Michael Ende und sein Geburtsort Garmisch-Partenkirchen Der Anfang von Ende
  17. Michael Ende
  18. https://michaelende.de/autor/biographie/krankheit-und-tod
  19. abART
  20. Michael Ende
  21. http://www.telegraph.co.uk/books/authors/the-neverending-story-celebrated-with-a-google-doodle/
  22. https://muenchner-turmschreiber.de/der-poetentaler/
  23. Pfeifenraucher des Jahres
  24. Premiums and Awards
  25. https://www.kurd-lasswitz-preis.de/1996/KLP_1996.htm
  26. 1 2 >1 Mio. (Stand: 2025) // Ende, Michael Andreas HelmuthMünchen BSB, Historische Kommission bei der Bayerischen Akademie der Wissenschaften, 2001.
  27. Michael Ende