შინაარსზე გადასვლა

მიწისქვეშა გადასასვლელების მოზაიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიწისქვეშა გადასასვლელების მოზაიკა
Мозаика в подземных переходах
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი იური ლაბინცევი, გიორგი ბილო
დაწყების თარიღი 1972
დასრულების თარიღი 1983
მდგომარეობა საჭიროებს რესტავრაციას

მიწისქვეშა გადასასვლელების მოზაიკა (რუს. Мозаика в подземных переходах) — ქალაქ დონის როსტოვის ღირსშესანიშნაობა, შექმნილია ხელით რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელში 1970-1980-იან წლებში[1]. მოზაიკის შექმნაზე მუშაობდა მოზაიკის ოსტატი იური პალშინცევი[2].

ქალაქ დონის როსტოვში მიწისქვეშა გადასასვლელები ააგეს 1970-1980-იან წლებში[1]. ხუთი მათგანი მდებარეობს ქალაქის ცენტრალური ქუჩის გადაკვეთაზე. პირველი მიწისქვეშა გადასასვლელი ააგეს თეატრალურ მოედანზე 1969-1970 წელს. მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა იური ნიკოლოზის ძე ლაბინცევი[3]. შვიდი ოსტატისაგან შემდგარმა ბრიგადამ 1979 წლის განმავლობაში მოახდინა მიწისქვეშა გადასასვლელებში მოზაიკური პანოს შექმნა. მოზაიკას აკეთებდნენ ხელით. მოსაპირკეთებელ მასალად გამოიყენებდნენ ჩვეულებრივ ფილებს, რომლებიც ჩეხეთიდან იყო შემოტანილი[1]. იმისათვის, რომ იგი გამოეყენებინათ მოზაიკისათვის მასზე მოახდინეს მთელი რიგი მანიპულაციები - შეღებეს, დაწვეს, მოხატეს. ამის შემდეგ დაიწყეს კერამიკული სურათის შექმნა[3]. მოზაიკის ძირითადი სიუჟეტი ბავშვთა ცხოვრების მომენტებს ეხება, დაწყებული დაბადებიდან და დასრულებული სკოლის დამთავრებით, ასევე გამოყენებულია ისტორიული ასპექტები[1].

კარლ მარქსის, ლენინისა და სახალხო არმიის მოედნების ახლოს მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში მოზაიკა შექმნეს 1983-1984 წლებში. მიწისქვეშა გადასასვლელს, რომელიც მდებარეობს მოსკოვისა და ბუდიონოვსკის ქუჩების გადაკვეთაზე, აქვს ოთხი გასასვლელი. ყოველი დერეფანი მოხატულია უნიკალური თემატიკური მოზაიკური პანოს საშუალებით. მათ შორის არის სურათები ბავშვთა ზაფხულის დასვენების შესახებ 1980-იან წლებში. არის სიუჟეტები დონის მხარის ცხოვრებიდან[3].

2015 წლის დეკემბრის ბოლოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია სადოვის ქუჩისა და ვოროშილოვის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მოზაიკის დანგრევის შესახებ. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. მიწისქვეშა გადასასვლელში მართლაც მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები, მაგრამ მას არ დაუზიანებია მოზაიკური პანო. ეს ინფორმაცია დაადასტურა ქალაქის ადმინისტრაციამ[1]. სარესტავრციო სამუშაოების დროს მოახდინეს ძველი ფილების დემონტაჟი. მოზაიკურ პანოს გაუკეთეს სპეციალური ჩარჩო.

სარემონტო სამუშაოები, რომლებიც მიმდინარეობდა მიწისქვეშა გადასასვლელებში დაკავშირებული იყო 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატთან[4].

მოზაიკური პანო, რომელიც მდებარეობს ბუდიონოვსკისა და მოსკოვის ქუჩის გადასასვლელებში დაცულია კანონის მიერ, ხოლო თავად გადასასვლელი აღიარებულია რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად. სხვა მიწისქვეშა გადასასვლელები (ბუდიონოვსკი-სადოვის ქუჩების, ვოროშილოვი-სადოვის ქუჩების, უნივერსიტეტის შესახვევისა და სადოვის ქუჩების, კიროვი-სადოვის ქუჩების) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად არ აღიარეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათი შექმნიდან 40 წელი არ არის გასული[5].

მიწისქვეშა გადასასვლელები სადაც განთავსებულია მოზაიკური პანოები წარმოადგენს აქტიურ სავაჭრო ადგილებს. ჯიხურები, საქონელი, გამყიდველები და მყიდველები ნაწილობრივ ფარავენ მოზაიკურ პანოებს. ზოგიერთი სიუჟეტი გვიჩვენებს შოლოხოვის წიგნების გმირების ცხოვრებას. არის ისეთებიც, რომლებიც შეიცავენ სცენებს, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის ისტორიულ წარსულთან. არის ფოტოები კოსმოსური თემატიკით, ზოგიერთი კი აღწერს კაზაკების ცხოვრებას. ზოგიერთი სიუჟეტი ეძღვნება დონის როსტოვის გათავისუფლებას[3].

მკვლევარები ფიქრობენ, რომ მოზაიკების გადასარჩენად აუცლებელია მათი აღიარება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად, მაგალითად ბუდიონოვსკის პროსპექტზე მდბარე მოზაიკა აღიარებულია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად და ის უნდა აღდგეს და არა შეიცვალოს[6].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]