მიქაელ აგრიკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგრიკოლა.
მიქაელ აგრიკოლა
დაბადების თარიღი 1510[1] [2]
დაბადების ადგილი Pernå[1]
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 1557(1557-04-09)[3] [4] [5] [6] [7]
გარდაცვალების ადგილი Pionerskoye
დასაფლავებულია ვიბორგი
საქმიანობა ენათმეცნიერი, მღვდელი, მთარგმნელი, თეოლოგი, პოეტი და Bible translator
ეროვნება ფინელები
მოქალაქეობა  შვედეთი
ალმა-მატერი ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი

მიქაელ აგრიკოლა (ფინ. Mikael Agricola, ნამდვილი გვარი სიმონსონი; დ. დაახლ. 1510 — გ. 9 აპრილი, 1557) — რეფორმაციის მეთაური ფინეთში. ფინური ლიტერატურის მამამთავარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1536-1539 წლებში იყო ლუთერისა და მელანთქორის მოწაფე ვიტერნბერგის უნივერსიტეტში. 1556-1557 წლებში მონაწილეობდა შვედეთის ელჩობაში მოსკოვს. 1542 წელს გამოსცა პირველი ფინური „ანბანი“, 1548 წელს თარგმნა ახალი აღთქმა, 1551-1552 წლებში — ძველი აღთქმის ნაწილი. შეიმუშავა ფინური დამწერლობის პრინციპები და საფუძველი ჩაუყარა სალიტერატურო ენას. ქრისტიანული ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწარმოებათა თარგმანებს დაურთო ნარკვევები, ფინეთის ისტორიის, კულტურისა და წარმართული სარწმუნოების შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]