მირ ალი ქაშქაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირ ალი ქაშქაი
აზერ. Mirəli Seyidəli oğlu Qaşqay
დაბ. თარიღი 7 (20) იანვარი, 1907
დაბ. ადგილი განჯა
გარდ. თარიღი 23 აპრილი, 1977(1977-04-23) (70 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი
ალმა-მატერი განჯის ვაჟთა გიმნაზია და აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“ და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

მირ ალი სეიდალი ოღლუ ქაშქაი (აზერ. Mirəli Seyidəli oğlu Qaşqay; დ. 7 იანვარი, 1907, განჯა — გ. 23 აპრილი, 1977, ბაქო) — აზერბაიჯანელი და საბჭოთა გეოლოგი, გეომორფოლოგიისა და სტრატიგრაფიის სფეროში მრავალი ნაშრომის ავტორი. მინერალოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სრული წევრი. გეოლოგიურ-მინერაოგიურ მეცნიერებათა სფეროში სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში გეოქიმიისა და მადნეულის მინერალოგიის დეპარტამენტების ზედამხედველი.

მირ ალი ქაშქაის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომები მოიცავს აზერბაიჯანის მინერალოგიასა და პეტროლოგიას. ქაშქაი დაშქასანის რაიონში რკინა-კობალტისა და ალუნიტის დანალექებს შეისწავლიდა და ა. მამადოვთან ერთად ქალბაჯარიში ობსიდიანი და პერლიტის დანალექები აღმოაჩინა. ს. ალიევთან ერთად შეადგინა აზერბაიჯანის გეოთერმული რუკა და კავკასიური პირიტისა და ქალკოპირიტის ვულკანური წარმოშობის თეორია ჩამოაყალიბა. ქაშქაიმ შეისწავლა 1959 წელს ჩამოვარდნილი იარდიმლის მეტეორიტის ქიმიური და ფიზიკური მახასიათებლები.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირ ალი ქაშქაი დაიბადა 1907 წლის 7 იანვარს, აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში. 1912 წელს ჩაირიცხა განჯის გიმნაზიაში. 1919 წელს მირ ალის დედა, ჰაბიბა ხანიმი და მისი ბიძა, ჯამილი, ყაჩაღებმა სახლში შეჭრისას მოკლეს, ხოლო მირ ალი დაშავდა. 1920 წელს მირ ალი ადგილობრივ თეატრში მსახიობი გახდა, შემდეგში კი ამ თეატრის დირექტორი. მირ ალის ოჯახი, რომელიც არსებობის მანძილზე საზრდოს მოკლებული იყო, მისი ხელფასის ამარად ცხოვრობდა. 1923 წელს მირ ალიმ განჯა დატოვა და ბაქოში გადასახლდა. 1924 წელს აზრბაიჯანის სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის გეოლოგიურ-საძიებო დეპარტამენტის მიმართულებაზე ჩაირიცხა. 1930 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ მირ ალი ზაგლიკსკში ალუნიტის მინერალის გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების დირექტორად დაინიშნა.

1930-1935 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის პეტროგრაფიულ ინსტიტუტში, მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის, აზერბაიჯანისა და ციმბირის ექსპედიციებში. ციმბირის ექსპედიციების შესახებ დაწერა სამი გამოკვლევა, რომელიც ბუნებრივი რესურსების ანალიზის საბჭოს რედაქტორობით აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობაში, პეტროგრაფიული ინსტიტუტის შრომებში დაიბეჭდა. 1934 წელს ქაშქაი აზერბაიჯანში ისთი-სუს მინერალურ წყაროებს სწავლობდა, საკანდიდატო დისერტაციისთვის მასალებს აგროვებდა. შემდეგში ეს მინერალური წყაროები მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ცალკე საკვლევი სფერო გახდა.

1935 წელს, მოსკოვში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ექსპერტთა საბჭოს წინაშე ქაშქაიმ დისერტაცია წარმატებით დაიცვა. 1935-1936 წლებში პროფესორ პ.ი. ლებედიევის ხელმძღანელობით მუშაობდა მეცნიერ-ექსპერტად სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიურ დეპარტამენტში. რუსეთში ყოფნის პერიოდში აზერბაიჯანელი მეცნიერის კვლევების მთავარი შედეგი იყო სამხრეთ ციმბირის, ჩრდილოეთ კავკასიისა და ალთაის უნაყოფო ტერიტორიების გეოლოგიური და გეოქიმიური რუკების შედგენა.

1936 წელს ქაშქაი აზერბაიჯანში დაბრუნდა.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The hydrotermal-metacomatic formation of Kaolin and genetic classification of clay rocks. Clay miner. Bull., London, 1959, vol. 4, №21ю
  • On the Alpientype veins of Caucasus, Just. Lugas Mallada. C.S.L.O., Madrid, 1960.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აზერბაიჯანის საბჭოთა ენციკლოპედია (ბაქო, 1979), ტ. 3, გვ. 106.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (რუსული)Ярдымлинский метеорит Russian Academy of Sciences
  • „Mirəli Qaşqay“. Adam.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04.
  • „Кашкай, Мир-Али Сеид-Али-оглы“.