შინაარსზე გადასვლა

განჯის ვაჟთა გიმნაზია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
განჯის ვაჟთა გიმნაზია
დაარსდა: 1881
დაიხურა: 1920
ტიპი: გიმნაზია
მისამართი: განჯა, თარგი:დორშა

განჯის ვაჟთა გიმნაზია (აზერ. Gəncə Kişi Gimnaziyası; 1918 წლამდე — ელიზავეტპოლის) — ვაჟთა გიმნაზია, რომელიც არსებობდა ქალაქ ელიზავეტპოლში (1918 წლიდან განჯა) 1881–1920 წლებში. ამჟამად ყოფილი გიმნაზიის შენობაში აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის აგრობიზნესისა და მართვის ფაკულტეტი ფუნქციონირებს.

გიმნაზიის სამსართულიანი გოთიკური სტილის შენობა აგებულია 1848 წელს.[1] კლასიკური პროგიმნაზია ელიზავეტპოლში 1870 წელს ელიზავეტპოლის სამაზრო სასწავლებლებლის ბაზაზე შეიქმნა.[2][3] 1881 წელს იგი ვაჟთა გიმნაზიად გადაკეთდა.

1919 წლის გაზაფხულზე განჯის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელმა ი. მ. ვისოცკიმ ქალაქში გერმანული, ფრანგული, თუქული, ბერძნული და პოლონური ენის კურსები გახსნა.[4] აზერბაიჯანის დემოკრტაიული რესპუბლიკის არსებობის წლებში სასწავლო დაწესებულებაში მუსულმან მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რასთან დაკავშირებით 1919 წლის შემოდგომაზე განჯის ვაჟთა გიმნაზიაში მოსამზადებელ კლასებში პარალელური განყოფილებები გაიხსნა.[5]

გიმნაზიის კურსდამთავრებულებს ისეთი ისტორიული პიროვნებები წარმოადგენენ, როგორებიცაა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ფათალი ხან ხოისკი,[6] აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ხალილ ბეი ხასმამედოვი,[7] რუსეთისა აზერბაიჯანის სახელმწიფო მოღვაწეები: ხადილ ხანი, ისმაილ ხანი და შახვერდი ხან ზიატხანოვი, აზერბაიჯანის სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი ალი რეზა ატაევი, ინჟინერ ავიატორი ალი ბეგ ვერიდევი და სხვ.

გიმნაზია 1920 წელს დაიხურა.[8] 1920 წლიდან 1930 წლამდე გიმნაზიის შენობაში საშუალო ტექნიკური პროფესიული სკოლა ფუნქციონირებდა. 1931 წლიდან გიმნაზიის შენობა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ბალანზე გადავიდა და აგრარული ეკონომიკის კორპუსად იქცა.

  1. История факультета агробизнеса и управления. adau.az. ციტირების თარიღი: 2016-02-22.
  2. (1960) История Азербайджана. Издательство Академии наук Азербайджанской ССР, გვ. 336. 
  3. Таирзаде Н. (1983). К истории среднего образования в Азербайджане во второй половине XIX века. Материалы научной сессии, посвящённой итогам научно-исследовательских работ музея за 1892 год, გვ. 70, გვ. 151. 
  4. Назарли 2008, p. 83.
  5. Назарли 2008, p. 105.
  6. Фатали Хан Хойский. Жизнь и деятельность (документы и материалы). — Б.: Азербайджан, 1998. — С. 15. — 151 с.
  7. Мусульманские депутаты Государственной думы России 1906-1917 гг: сборник документов и материалов / Сост. Л. А. Ямаева. — Уфа: Китап, 1998. — С. 309. — 376 с.
  8. Назарли 2008, p. 17.