მინდვრის ქამა
იერსახე
მინდვრის ქამა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Agaricus arvensis | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 122090207 | |||||||||||||
|
მინდვრის ქამა (ლათ. Agaricus arvensis) — ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს, ჯერ ამობურცულია, შემდეგ კი თითქმის ბრტყელი, სადა, შიშველი ზედაპირი აქვს, თეთრია, ზოგჯერ კი მოყვითალო ლაქები ემჩნევა. შეხებისას ყვითლდება. ფეხზე ორშრიანი საყელო აქვს. ფირფიტები თავდაპირველად თეთრია, შემდეგ — ვარდისფერი და ბოლოს — თითქმის შავი. იზრდება ტყისპირებზე, მინდვრებზე ივნისიდან ოქტომბრამდე, საჭმელად იხმარება ახალი. გემოთი ქამას წააგავს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 708.