მიკელი
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
მიკელი ფინ. Mikkeli | |||
| |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
კოორდინატები | 61°41′15″ ჩ. გ. 27°16′25″ ა. გ. / 61.68750° ჩ. გ. 27.27361° ა. გ. | ||
მმართველი | Kimmo Mikander | ||
დაარსდა | 1838 | ||
პირველი ხსენება | 1323 | ||
ფართობი | 2124.60 კმ², 3229.58 კმ², 2548.35 კმ², 681.23 კმ² | ||
ოფიციალური ენა | ფინური ენა[1] | ||
მოსახლეობა | 54 665 (31 დეკემბერი, 2015)[2] [3] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | 015 | ||
საფოსტო ინდექსი | 50100, 50200, 50300, 50500, 50600, 50700, 50800 და 50970 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.mikkeli.fi/ | ||
| |||
მიკელი (ფინ. Mikkeli) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი მიკელის ქვერეგიონში, ფინეთში. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 51 976 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 3 229.57 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 30.58 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტის ერთადერთი ოფიციალური ენაა ფინური ენა.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიკელის ცენტრი საიმაის ტბის სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქში და მის ირგვლივ ბევრი პატარა ტბაა. მიკელის აღმოსავლეთ ნაწილის ტბები მდინარე ვუოკსის სისტემას მიეკუთვნება. ქალაქის დასავლეთი ნაწილი პუულის ტბამდე აღწევს, რომელიც მდინარე კიუმიიოკის სისტემის ნაწილია.
მიკელის ჩრდილოეთით პიეკსიამიაკი მდებარეობს, ჩრდილო-დასავლეთით ― კანგასნიემი, დასავლეთით ― ჰირვენსალმი და მიანტიუჰარიუ, აღმოსავლეთით ― იუვა და პუუმალა, ხოლო სამხრეთით ― სავიტაიპალე.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 51 976 ადამიანს შეადგენს. ჯამური ფართობი 3 229.57 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 30.58 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მშობლიური ენაა ფინური (მიკელის მოსახლეობის 0.15%-ისთვის მშობლიური ენაა შვედური ენა).
განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიკელში მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ცენტრალური კამპუსი. მიკელის საუნივერსიტეტო კონსორციუმი მოიცავს: ჰელსინკის უნივერსიტეტის, აალტოს უნივერსიტეტის (ყოფილი ჰელსინკის ეკონომიკური სკოლა), აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტისა და ლააპეენრანტის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთეულებს.[4]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- Town of Mikkeli – Official website
- University of applied sciences website
- YouTube picture gallery of Mikkeli
- Mikkeli Region Travel Services
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ http://www.stat.fi/meta/luokitukset/kunta/001-2012/luokitusavain_ks.html
- ↑ Population structure — ISSN 1797-5379; 1797-5387; 1797-5395
- ↑ Kaupunkien ja kuntien lukumäärät ja väestötiedot — Association of Finnish Municipalities.
- ↑ Tutkimus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 1 June 2014
|