აალტოს უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აალტოს უნივერსიტეტი
Areal of Helsinki Univerisity of Technology.jpg
დაფუძნდა 2010
ტიპი საჯარო
პრეზიდენტი ტუულა ტეერი
პროვოსტი ილკკა ნიემილა
მდებარეობა ესპოო, ფინეთი
მისამართი ოტაკაარი 1 ბ, 02150 ესპოო
ტელეფონი +358 9 47001
ფერები ლურჯი, ყვითელი და წითელი
              
საიტი http://www.aalto.fi/
Aalto-yliopiston logo.svg

აალტოს უნივერსიტეტი (ფინ. Aalto-yliopisto, შვედ. Aalto-universitetet) — ტექნოლოგიებსა, ბიზნესზე და დიზაინზე ორიენტირებული სამი უმაღლესი სასწავლებლის შერწყმის შედეგად შექმნილი უნივერსიტეტი ფინეთში. აალტო სიდიდით მეორე უნივერსიტეტია ფინეთში. უნივერსიტეტი მოიცავს ექვს სკოლას სადაც ამჟამად 12 000-მდე სტუდენტი სწავლობს [1]. აალტოს უნივერსიტეტის ძირითადი ნაწილი განლაგებულია ესპოოში. მთავარი კამპუსის გარდა უნივერსიტეტი ასევე მოქმედებს ჰელსინკიში, მიკკელიში, პორიში და ვაასაში.

2013 წელს ავტორიტეტული ბრიტანული კომპანია QS Quacquarelli Symonds-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიოტინგში უნივერსიტეტი მსოფლიოს 196 საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელთა სიაში მოხვდა.

უნივერსიტეტს სახელი ცნობილი ფინელი არქიტექტორის ალვარ აალტოს საპატივცემულოდ დაარქვეს. ალვარ აალტო იყო, აალტოს უნივერსიტეტში შემავალი, ჰელსინკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა ესპოოში განლაგებული მთავარი კამპუსის დაგეგმარებაში [2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აალტოს უნივერსიტეტი დაარსებულია 2010 წლის პირველ იანვარს ჰელსინკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის, ჰელსინკის ეკონომიკის სკოლისა და ჰელსინკის ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის ინსტიტუტის შერწყმით. სამი უნივერსიტეტის შერყმის იდეა პირველად 2005 წელს, ჰელსინკის ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის ინსტიტუტის მაშინდელი რექტორის, იურიო სოტომაას მიერ იქნა გაჟღერებული. 2007 წელს შეიქმნა უნივერსიტეტების შერწყმის კონკრეტული გეგმა. იმავე წელს, ფინეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მატტი ვანჰანენმა ახალი უნივერსიტეტი სამთავრობო პროგრამაში შეიყვანა. 2008 წლის, 9 მაისს დამტკიცდა ახალი უნივერსიტეტის სახელი. ხოლო იმავე წლის 19 დეკემბერს, პროფესორი ტუულა ტეერი გახდა მომავალი უნივერსიტეტის პირველი პრეზიდენტი [2].

2012 წელს განცხადება გაკეთდა, რომ სამწლიანი პროგრამის AppCampus-ის ფარგლებში, კომპანია Microsoft და ნოკია აალტოს უნივერსიტეტში ცხრა-ცხრა მილიონი ევროს ინვესტიციას ჩადებდნენ მობილური აპლიკაციებისა და მომსახურების განვითარების საქმეში Windows-ის სმარტფონებისთვის. გარდა ამისა, პროგრამა მოიცავდა Nokia-ს სხვა ტელეფონების ოპერაციული სისტემების, მაგალითად Symbian-ის განვითარებასაც.

უნივერსიტეტის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელმძღვანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტი დარეგისტრირებულია როგორც აალტოს უნივერსიტეტის ფონდი. უნივერსიტეტს მართავს ფონდის საბჭოს შვიდი წევრი. საბჭოს მოვალეობაში შედის ფონდის სტრატეგიის შემუშავება, ფინანსების მართვა და ასევე პრეზიდენტისა და ვიცე-რექტორების დანიშვნა.

სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანების შემდეგ, აალტოს უნივერსიტეტში შემავალი სამი უნივერსიტეტი, ექვს სკოლად დაიყო. თითოეულ სკოლას ჰყავს საკუთარი დეკანი და მმართველი საბჭო, რომელიც მართავს სკოლაში შემავალ ფაკულტეტებს.

  • ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის სკოლა (Aalto ARTS)
  • ქიმიური ტექნოლოგიების სკოლა (Aalto CHEM)
  • ბიზნეს სკოლა (Aalto BIZ)
  • ელექტროინჟინერიის სკოლა (Aalto ELEC)
  • ინჟინერიის სკოლა (Aalto ENG)
  • მეცნიერებათა სკოლა (Aalto SCI)

სხვა ორგანიზაციები და გაერთიანებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედებს რამდენიმე ორგანიზაცია, ინსტიტუტი და ე.წ. ქარხანა (factory).

  • აალტოს მეწარმეობის ცენტრი
    • აალტოს მეწარმეთა საზოგადოება [3]
  • აალტოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
  • Aalto Executive Education (AEE) - აღმასრულებელი განათლების საერთაშორისო მომწოდებული [4]
  • ქარხნები - ინტრადისციპლინური კვლევითი გაერთიანებები:
    • დიზაინის ქარხანა (Design Factory) [5]
    • მედიის ქარხანა (Media Factory) [6]
  • ჰელსინკის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი [7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. About Us, 2017, http://www.aalto.fi/en/about/, წაკითხვის თარიღი: 2017-04-16
  2. 2.0 2.1 History, 2017, http://www.aalto.fi/en/about/history/, წაკითხვის თარიღი: 2017-04-16
  3. Aalto Entrepreneurship Society, 2017, http://aaltoes.com/, წაკითხვის თარიღი: 2017-04-16
  4. Aalto Executive Education, 2017, http://www.aaltoee.com/, წაკითხვის თარიღი: 2017-04-16
  5. Aalto Design Factory, 2017, http://designfactory.aalto.fi/, წაკითხვის თარიღი: 2017-04-16
  6. Aalto Media Factory, 2017, http://mediafactory.aalto.fi/, წაკითხვის თარიღი: 2017-04-16
  7. Helsinki Institute for Information Technology, 2017, http://www.hiit.fi/, წაკითხვის თარიღი: 2017-04-16