შინაარსზე გადასვლა

მთქმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მთქმელისულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „სიტყვის მოქმედი“ ანუ მთხზველი, მხატვრული ნაწარმოების შემოქმედი. მთქმელის ცნების ეს გაგება არის გამოხატული იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამებასა“ და შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში. მთქმელი (მათქვამი, მეგრ., მათქუალი, ლაზ. მთქუმალე, სვ. მუქვისგ) ფოლკლორული ნაწარმოების შემსრულებელსაც აღნიშნავს.

მუსიკალურ ფოლკლორში მთქმელს სიმღერის დამწყებს უწოდებენ. ტერმინი პირველად იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ და მისსავე „მუსიკის მოკლე სახელმძღვანელოში“ არის დამოწმებული. ავტორს მთქმელი შუა ხმად აქვს მიჩნეული: „სამხმიან გალობათა შინა ჴმა არს: — მთქმელი, მაღალი ბანი ანუ მოძახილი და ბანი ანუ მობანე“. დავით მაჩაბლის აზრით, „დღესა ყოველსა საქართველოში გალობენ სამს ხმად: თქმად, მოძახილად და ბანად, რომელთაგან... თქმა იწყებს“. მთქმელი სინკრეტული გუნდის ცნებაა; „როცა ადამიანს სურს შეიტყოს ღირსება და დიდება ერისა, ყოვლით უწინარეს ამას იკითხავს, — რამდენი მთქმელი და მწერალი ჰყავსო“ (ილია ჭავჭავაძე).

  • ჭელიძე გ., ჩხიკვაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 675.
  • ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, ტ. 1, თბ., 1975;
  • ჭელიძე გ., წყაროსავალი, თბ., 1974;