მთვარის ცისარტყელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ღამის ცისარტყელა ვიქტორიას ჩანჩქერის თავზე.

მთვარის ცისარტყელა ან ღამის ცისარტყელა — იშვიათი ატმოსფერული ოპტიკური მოვლენა. ღამის ცისარტყელა ჩვეულებრივი ცისარტყელისგან განსხვავებით არა მზისგან, არამედ მთვარისგანაა გამოწვეული. ამ მოვლენის შესახებ ჯერ კიდევ ანტიკური საბერძნეთის ფილოსოფოსი არისტოტელე წერდა თავის ნაშრომ „მეტეოროლოგია“-ში[1].

მთვარის ცისარტყელა დღის ცისარტყელისგან განსხვავებით, ჩვეულებრივ თეთრად გვეჩვენება[2], თუმცა სინამდვილეში ისიც ფერადია. ამიზ მიზეზი ის არის, რომ ღამით მთვარის სინათლე ძალიან სუსტია თვალის ფოტორეცეპტორების ასაღგზნებად და ადამიანისთვის რთულია მთვარის ცისარტყელის ფერების გარჩევა. ასევე, მთვარის ცისარტყელა გაცილებით უფრო მქრთალია, ვიდრე დღის, რადგანაც მთვარე უფრო ნაკლებ სინათლეს გამოსცემს, ვიდრე მზე.

ყველაზე კაშკაშა ღამის ცისარტყელის დანახვა შესაძლებელია სავსე მთვარის ან სავსე მთვარესთან მიახლოვებული ფაზის დროს. ასეთი ცისარტყელა ჩნდება ბნელ ცაზე, როდესაც მთვარე ცაზე არც თუ ისე ზემოთაა. ამის გარდა აუცილებელია, რომ მთვარის სინათლე წყლის წვეთებისგან ირეკლებოდეს (ჩვეულებრივ წვიმის ან ჩანჩქერის).

მთვარის ცისარტყელის შემჩნევის ცნობილი ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოსემიტის ეროვნულ პარკში გადაღებული მთვარის ცისარტყელა.

მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი ადგილია, სადაც მთვარის ცისარტყელის შემჩნევაა შესაძლებელი. არც თუ ისე ხშირად ასეთ ცისარტყელას ხედავენ კამბერლენდის ჩანჩქერზე აშშ-ში[3][4], ზაილიის ალატაუს ქედიდან, რომელიც ტიან-შანის ჩრდილო-დასავლეთითაა, ვიქტორიას ჩანჩქერთან ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე[5][6] და იამალის ნახევარკუნძულზე. ასევე ამ მოვლენის ხშირად შემჩნევა შესაძლებელია აშშ-ის იოსემიტის ეროვნულ პარკში[7][8].

გავლენა კულტურაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არსებობს ლიტერატურული პრემია „მთვარის ცისარტყელა“, რომლითაც ფანტასტიკის ჟანრში დიდი მიღწვების მქონე მწერლებს აჯილდოებენ[9].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Eclectic magazine of foreign ... – Google Books. Books.google.com. წაკითხვის თარიღი: 2011-06-09. 
  2. Walklet, Keith S.. (2006)Lunar Rainbows – When to View and How to Photograph a "Moonbow". The Ansel Adams Gallery. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-06-24. წაკითხვის თარიღი: 2007-07-09.
  3. Bailey, Bill (1995). "Cumberland Falls State Resort Park", Kentucky State Parks. Saginaw, Michigan: Glovebox Guidebooks of America. ISBN 1-881139-13-1. 
  4. Manning, Russ The Historic Cumberland Plateau: An Explorer's Guide, გვ. 106. ISBN 978-1-57233-044-3. წაკითხვის თარიღი: 2011-10-28. 
  5. A Lunar Rainbow A Wonderful Sight Not To Be Missed....... Victoria Falls Activities. Victoria Falls Travel Guide. წაკითხვის თარიღი: 22 December 2012.
  6. Lunar Rainbows over Victoria Falls. Zambezi Safari and Travel Company. წაკითხვის თარიღი: 22 December 2012.
  7. 'Moonbows,' Lunar Rainbows, Visible At Yosemite National Park (VIDEO). Huffington Post—Green Blog. წაკითხვის თარიღი: 22 December 2012.
  8. http://www.nat-geo.ru/article/1186-nochnaya-raduga/
  9. Премия «Лунная радуга» на сайте «Лаборатория Фантастики»