შინაარსზე გადასვლა

მთამაღალის მთიულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთამაღალის მთიულა

ამერიკული მთიულა (Leucosticte tephrocotis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Leucosticte (Swainson, 1832)

მთამაღალის მთიულა[1] (ლათ. Leucosticte) — ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა დაახლ. 15 სმ. შეფერილი არიან რუხ და მურა, ზოგიერთი კი — ყავისფერ, მურა და ვარდისფერ ტონებში. ცნობილია 6 სახეობა.[2] გავრცელებული არიან ცენტრალური აზიის, შუა და აღმოსავლეთ ციმბირის მთებში, კურილის და კომანდორის კუნძულებზე, ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში. ბინადრობენ მთების ალპურ და სუბალპურ სარტყლებში; ზოგიერთი სახეობა ზღვის დონიდან 5000 მეტრამდეც ბუდობს. მკვიდრი ფრინველებია, ზამთარში ვერტიკალურად მომთაბარეობენ. ბუდეს ჩვეულებრივ ქვების ქვეშ აკეთებენ ქვიშრობებში. წელიწადში ერთხელ ბუდობენ. იკვებებიან თესლებით, იშვიათად მწერებით.

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 15, 139, 209.
  2. Gill, Frank; Donsker, David (eds.). Finches, euphonias. World Bird List Version 5.4. International Ornithologists' Union. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2015.
  3. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 184.
  4. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 188.
  5. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 215.