მეჰდი მამედოვი
| მეჰდი მამედოვი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
22 მაისი, 1918 შუშა, ამიერკავკასიის დფრ |
| გარდაცვალების თარიღი |
28 იანვარი, 1985 (66 წლის) ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა | აზერბაიჯანის სსრ |
| საქმიანობა |
მსახიობი, თეატრალური რეჟისორი, საოპერო რეჟისორი, თეატრალური პედაგოგი, პუბლიცისტი, მთარგმნელი |
| აქტიური | 1941—1985 |
| დამსაქმებელი |
აზერბაიჯანის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი |
მეჰდი ასადულა-ოღლუ მამედოვი (აზერ. Mehdi Əsədulla oğlu Məmmədov; 1918, შუშა — 1985, ბაქო) — საბჭოთა, აზერბაიჯანელი მსახიობი, თეატრალური რეჟისორი, პედაგოგი, პუბლიცისტი. სსრკ სახალხო არტისტი (1974).[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეჰდი მამედოვი დაიბადა ქალაქ შუშაში 1918 წლის 22 მაისს. 1936 წელს დაამთავრა ბაქოს თეატრალური ტექნიკუმის სამსახიობო განყოფილება (ამჟამად — აზერბაიჯანული კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი). 1941 წელს დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) სარეჟისორო ფაკულტეტი (ნ. მ. გორჩაკოვის კლასი). 1941-1945 წლებში — ჯ. ჯაბარლის სახელობის კიროვაბადის დრამატული თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1945—1956 წლებში — რეჟისორი, 1960‒1963 წლებში — მთავარი რეჟისორი მ. აზიზბეკოვის სახელობის აზერბაიჯანული დრამატული თეატრისა, 1956—1960 წლებში — მ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1978—1982 წლებში — ს. ვურგუნის სახელობის აზერბაიჯანის რუსული დრამატული თეატრის რეჟისორი.
1946 წლიდან მ. ა. ალიევის სახელობის აზერბაიჯანის თეატრალურ ინსტიტუტში ასწავლიდა (ამჟამად — კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი) (1960 წლიდან — პროფესორი, სარეჟისორო კათედრის გამგე), 1963‒1970 წლებში — ბაქოს უნივერსიტეტში. 1971—1976 წლებში — აზერბაიჯანის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე (ამჟამად თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი).
არის მთელი რიგი შრომების ავტორი ხელოვნების თეორიასა და ესთეტიკაში, აქვს თარგმანები.[2] გარდაიცვალა ბაქოში, 1985 წლის 28 იანვარს. დასაფლავებულია საპატიო დაკრძალვის ხეივანში.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1949 — აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1958 — აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი
- 1959 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1968 — ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
- 1974 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1978 — ოქტომბრის რევოლუციის ორდენი[3]
- 1984 — აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია ჰუსეინ ჯავიდიის ტრაგედიის — ეშმაკი დადგმისთვის
- სხვადასხვა მედლები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ M.Ə.Məmmədova SSRİ xalq artisti fəxri adı verilməsi haqqında SSRİ Ali Soveti Rəyasət Heyətinin 7 avqust 1974-cü il tarixli Fərmanı — anl.az
- ↑ თეატრალური ენციკლოპედია
- ↑ Указ Президиума Верховного Совета СССР от 19 мая 1978 года № 7563 «О награждении народного артиста СССР Мамедова М. А. орденом Октябрьской Революции»
- დაბადებული 22 მაისი
- დაბადებული 1918
- გარდაცვლილი 28 იანვარი
- გარდაცვლილი 1985
- XX საუკუნის მსახიობები
- აზერბაიჯანელი მსახიობები
- აზერბაიჯანელი თეატრის რეჟისორები
- აზერბაიჯანელი საოპერო რეჟისორები
- აზერბაიჯანელი მთარგმნელები
- XX საუკუნის მთარგმნელები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები
- მსახიობები ანბანის მიხედვით
- ბაქოში გარდაცვლილები
- ბაქოს საპატიო დაკრძალვის ხეივანში დაკრძალულები