მეჯუგორიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მეჯუგორიე
Međugorje / Међугорје

წმინდა იაკობის ტაძარი მეჯუგორიეში
ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
კანტონი ჰერცეგოვინა-ნერეტვა
ოპჩინა ჩიტლუკი
კოორდინატები 43°11′24″ ჩ. გ. 17°40′40″ ა. გ. / 43.1901611° ჩ. გ. 17.6778611° ა. გ. / 43.1901611; 17.6778611
ცენტრის სიმაღლე 200
მოსახლეობა 4000 კაცი
ეროვნული შემადგენლობა ხორვატები
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 036
საფოსტო ინდექსი 88266
ოფიციალური საიტი http://www.medjugorje.hr
მეჯუგორიე — ბოსნია და ჰერცეგოვინა
მეჯუგორიე

მეჯუგორიე (სერბ.-ხორ. Međugorje / Међугорје) — ქალაქი ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჰერცეგოვინა-ნერეტვას კანტონში, მოსტარიდან სამხრეთდასავლეთით 25 კმ. ქალაქი ჩიტლუკის ოპჩინას ეკუთვნის, მოსახლეობის უმეტესობა ხორვატები არიან. 1981 წელს ექვსმა ადგილობრივმა მოჰყვა, როგორ გამოეცხადათ წმინდა მარიამი და ამის შემდეგ იგი კათოლიკეებს შორის იგი პოპულარული მოსალოცი ადგილია.[1]

ზოგადი ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის დასახელება ნიშნავს მთებს შორის მდებარეს. იგი ზღვის დონიდან 200 მეტრზეა და ხმელთაშუაზღვიურ კლიმატურ ზონას ეკუთვნის. ქალაქის მოსახლეობა, 4 ათ. კაცი, თითქმის მთლიანად ხორვატებისგან შედგება. ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის სამრევლო მოიცავს ვრცელდება ქალაქის გარეუბნებზე – ბიაკოვიჩის, ვიონიცას, მილეტინასა და შურმანცის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მახლობლად 1566 წლიდან მოიხსენიება სერბული ჟიტომისლიჩის მონასტერი.[2] 1882 წლიდან ქალაქს დაუკავშირდა რკინიგზა, ხოლო 1892 წელს მოსტარის ეპისკოპოსის პაშკალ ბუცონიჩის ძალისხმევით აშენდა წმინდა იაკობის ეკლესია. 1934 წელს მახლობელ კრიჟევაცის მთაზე აღმართეს 12 მეტრიანი ჯვარცმის ქანდაკება.[3][4]

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა და მოწინააღმდეგე მხარეების რელიგიური სიძულვილის გამოვლინების ადგილად იქცა. უსტაშებმა გადაწვეს და გაძარცვეს ჟიტომისლიჩის მონასტერი, შვიდი სერბი ბერი კი ცოცხლად დაწვეს 1941 წლის 21 ივნისს.[2]
1941 წლის 4 აგვისტოს 600-მდე უსტაშა მებრძოლმა მოსტარიდან ივან იოვანოვიჩის მეთაურობით შურმანციში შეკრიბეს 560 სერბი მახლობელ სოფელ პრებილოვციდან, რომლებიც მოგვიანებით ცოცხლად ჩაყარეს ხევებში, მათ შორის გოლუბინკას ხევში.[5][6]
1942 წლის 24 მაისიდან ომის დასასრულამდე პარტიზანებმა 66 კათოლიკე ბერი მოკლეს. ზოგიერთი მონასტრის წინ ბაღში ცოცლად დაწვეს.[7][8]

გამოცხადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქანდაკებები გამოცხადების ადგილას

1981 წლის 24 ივნისს ექვსმა ადგილობრივმა ბავშვმა განაცხადა, რომ მათ გამოეცხადათ წმინდა მარიამი, რომელმაც მოუწოდა ელოცათ, ემარხულათ და მორწმუნე ცხოვრებას დაბრუნებოდნენ. ამის შემდეგ მეჯუგორიე მსოფლიო კათოლიკებისთვის მოსალოც ადგილად იქცა.[9] წლიურად მას დაახლოებით მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.[10]
ადგილობრივი ნათელმხილველების მტკიცებით, წმინდა მარიამი მათ კვლავ ეცხადებათ. მაგალითად ნათელმხილველი მარია ლუნეტი-პავლოვიჩის მტკიცებით, იგი ყოველი თვის 25 რიცხვში იღებს გამოცხადებას[11] მირანა სოლდო-დრაგიჩევიჩი კი ამტკიცებს, რომ წმინდა მარიამი ყოველი თვის 2 რიცხვში ეცხადება.[12]
ოფიციალური კათოლიკური ეკლესიის პოზიცია უარყოფს გამოცხადებების ზებუნებრივობას.[13]

ბოსნიის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნიის ომის პერიოდში ქალაქს ხორვატთა თავდაცვის ვეჩე აკონტროლებდა. არსებობდა ჭორები იმის შესახებ, თითქოს ადგილობრივები შიდაკლანურ ომში იყვნენ ჩართული რასაც ასობით ადამიანი შეეწირა, მაგრამ მოგვიანებით კვლევების შედეგად ეს არ დადასტურდა.[14][15][16]
1995 წლის 2 აპრილს ეპარქიასთან კონფლიქტის გამო ვეჩეს მებრძოლებმა მოიტაცეს რადკო პერიჩი, სცემეს და ერთ-ერთ ფრანცისკანულ მონასტერში ათი საათის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. ბოლოს იგი მოსტარის მერისა და გაეროს ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.[17] [18][19]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Medjugorje.org – Overview of Medjugorje
  2. 2.0 2.1 András Riedlmayer: Zitomislici, Haverford College, undated, in the Internet Archive
  3. Medjugorje, Description of the town at truepeace.com.au
  4. Medjugorje auf friedenskoenigin.de
  5. E. Michael Jones: The Ghosts of Surmanci, South Bend (Indiana), February 1998
  6. Roger Cohen: Serbian Church Blocking Pope's Visit to Belgrade, New York Times, 6. September 1994
  7. Remembering the Murdered Franciscan Priests
  8. Martyrs Killed in odium fidei under Communist Regimes in Eastern Europe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-09. ციტირების თარიღი: 2015-05-26.
  9. Australian dies in Bosnia bus crash. Sydney Morning Herald.
  10. RomeReports: Visionaries of Medjugorje may appear before the Vatican.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-05. ციტირების თარიღი: 2015-05-26.
  11. Seer Marija Lunetti who reports to receive the twenty-fifth message. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-06. ციტირების თარიღი: 2015-05-26.
  12. Seer Mirjana Soldo who reports to receive the message on the second of the month. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-06. ციტირების თარიღი: 2015-05-26.
  13. Letter to Thierry Boutet; Bishop Ratko Peric; Mostar, October 2, 1997
  14. Circumventing Reality: Report on the Anthropological Work of Professor Emeritus M.M.G. Bax by Michiel Baud, Susan Legêne, and Peter Pels, Amsterdam, 9 September 2013, commissioned by the Vrije Universiteit Amsterdam
  15. Ivica Radoš Fikcija, a ne povijest დაარქივებული 2013-09-27 საიტზე Wayback Machine. article in Croatian in the Zagreb based Jutarnji list newspaper, published on 10 August 2008
  16. Norbert Mappes-Niediek: Die Toten, die es nicht gab. In: Frankfurter Rundschau. 27. August 2008.
  17. Michael Sells: Crosses of Blood
  18. Sociology of Religion დაარქივებული 1999-05-08 საიტზე Wayback Machine. , Wake Forest University, Winston-Salem, Herbst 2003
  19. René Laurentin: Medjugorje Testament, Ave Maria Press, Toronto 1998, ISBN 0-9697382-6-9