მეტროპოლიტენის ხაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეტროპოლიტენი
ფერი სქემაზე: იასამნისფერი
გახსნის წელი: 1863
ხაზის ტიპი: მიწისქვეშა
მოძრავი შემადგ.: A
მოქმედი სადგური: 34
სიგრძე (კმ): 66.7
სიგრძე (მილი): 41.5
დეპოები: ნისდენი
მგზავრ. რაოდენობა: 53 697 000 (წელიწადში)
ტრანსპორტ ფორ ლონდონის
რკინიგზის ხაზები
ლონდონის მეტროპოლიტენის ხაზები:
  ბეიკერლოო
  ცენტრალური
  წრიული
  დისტრიქტი
  ჰამერსმით-ენდ-სიტი
  საიუბილეო
  მეტროპოლიტენი
  ნორთერნი
  პიკადილი
  ვიქტორია
  ვატერლოო-ენდ-სიტი
სხვა ხაზები:
  დოკლენდსის მსუბუქი რკინიგზა
  Tramlink
  Overground

მეტროპოლიტენის ხაზი (ინგლ. Metropolitan Line) — ლონდონის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი ხაზია. მეტროპოლიტენის სქემაზე იგი იასამნისფრადაა აღნიშნული. მიუხედავად იმისა, რომ ხაზის თავდაპირველი მონაკვეთები ამჟამად ჰამერსმით-ენდ-სიტის, დისტრიქტის და წრიულ ხაზებს შორისაა გადანაწილებული, იგი მსოფლიოში პირველი მეტროპოლიტენის უძველესი ხაზია, რომელიც 1863 წლის 10 იანვარს გაიხსნა. ხაზი ალდგეიტიდან (ლონდონის სიტი) ამერშემის სადგურისკენაა გადაჭიმული, ხოლო ხაზის ცალკეული ტოტების ბოლო სადგურებია: უქსბრიჯი, ვატფორდი და ჩეშამი. დასაწყისში ხაზი ტუნელების ქსელს გადის, ხოლო ბეიკერ სტრიტიდან სადგურები მიწისზედაა. სულ 34 სადგურიდან, მხოლოდ 9 არის მიწისქვეშა. დატვირთვის მიხედვით, იგი მეცხრეა ქალაქში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]