ცენტრალური ხაზი
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| ცენტრალური | |
|---|---|
| ფერი სქემაზე: | წითელი |
| გახსნის წელი: | 1900 |
| ხაზის ტიპი: | ღრმა |
| მოძრავი შემადგ.: | 1992 წლის |
| მოქმედი სადგური: | 49 |
| სიგრძე (კმ): | 74 |
| სიგრძე (მილი): | 46 |
| დეპოები: | რუისლიპი ჰაინაულტი ვაიტ სიტი |
| მგზავრ. რაოდენობა: | 183 512 000 (წელიწადში) |
| ტრანსპორტ ფორ ლონდონის რკინიგზის ხაზები | |
ცენტრალური ხაზი (ინგლ. Central Line) — ლონდონის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი ხაზია. მეტროპოლიტენის სქემაზე იგი წითლადაა აღნიშნული. ხაზზე განლაგებული სადგურები ღრმა მიწისქვეშა ტიპისაა. ცენტრალური ხაზი ლონდონის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა გადაჭიმული. სულ 49 სადგურიდან, 20 მიწისქვეშაა. დატვირთვის მიხედვით, იგი მეორეა ქალაქში.