ბეიკერლოოს ხაზი
იერსახე
ბეიკერლოო | |
---|---|
ფერი სქემაზე: | ყავისფერი |
გახსნის წელი: | 1906 |
ხაზის ტიპი: | ღრმა |
მოძრავი შემადგ.: | 1972 წლის |
მოქმედი სადგური: | 25 |
სიგრძე (კმ): | 23.3 |
სიგრძე (მილი): | 14.5 |
დეპოები: | სტოუნბრიჯ პარკი ლონდონ როუდი |
მგზავრ. რაოდენობა: | 95 947 000 (წელიწადში) |
ტრანსპორტ ფორ ლონდონის რკინიგზის ხაზები | |
ბეიკერლოოს ხაზი (ინგლ. Bakerloo Line) — ლონდონის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი ხაზია. მეტროპოლიტენის სქემაზე იგი ყავისფრადაა აღნიშნული. ხაზზე მოქმედი სადგურების ნაწილი მიწისზედაა, ხოლო ნაწილი — ღრმა მიწისქვეშა ტიპისაა. ხაზი ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენაა გადაჭიმული. სულ 25 სადგურიდან, 15 მიწისქვეშაა. დატვირთვის მიხედვით, ხაზი მეშვიდეა ქალაქში.