მეტეხის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეტეხი.

მეტეხის თეატრი, სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია. დაარსდა 1974 წელს შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო-სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამტავრებულთა ძალებით საქართველოს სლკკ ცკ-ისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით, რეჟისორ ს. მრევლიშვილის ხელმძღვანელობით.

პირველი სპექტაკლები გაიმართა მეტეხის ტაძარში (თბილისი). აქედან სახელწოდება — მეტეხის თეატრი. თეატრმა დადგა ს. მრევლიშვილის „მოდი, ვნახოთ ვენახი...“ და უ. შექსპირის „ჰამლეტი“ (1974), ვ. მაიაკოვსკის „ბაღლინჯო“ (1975), ნ. ოსტროვსკის „როგორ იწრთობოდა ფოლადი“ (1975), დ. კლდიაშვილის „უბედურება“ (1976), ა. ჩხიკვიშვილის „მოსაწყენი დღეების ქრონიკა“ (1976), ს. მრევლიშვილის „განკითხვის დღე“ (1976), „ლადო კეცხოველი“ (1976).

1980 წლისთვის დასში ირიცხებიან მსახიობები: ლ. ალიმბარაშვილი, თ. დათუაშვილი, გ. პატარიძე (საქართველოს დამსახურებული არტისტი), რ. ქვლივიძე, ჯ. ღუდუშაური, თ. ბიჭიაშვილი, თ. ნაცვლიშვილი, პ. ნოზაძე, თ. კოშკაძე, ზ. ცინცქილაძე და სხვები. რეჟისორები: ს. მრევლიშვილი, კ. გურგენიძე; მხატვრებიმ. ჭავჭავაძე, შ. შეყლაშვილი; კომპოზიტორი — მ. ოძელი. 1979 წლიდან მეტეხის თეატრი სპექტაკლებს მართავდა აგრეთვე „თეატრალურ კარავში“, სადაც წარმოადგინა „მწუხარის სახის რაინდი“. სერვანტესის მიხედვით (1979) და მ. ოძელის მიუზიკლი „შეშლილთა ხომალდი“ (1980). 1982 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]