შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ოძელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ოძელი — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი.

მიხეილ (მიკა) ოძელი დაიბადა 1945 წლის 9 აპრილს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი პროფ. ალექსანდრე მაჭავარიანის კლასით. სტუდენტობისა და შემდგომ პერიოდშიც კომპოზიტორი ცდილობდა მუსიკის ყველა ჟანრში ეცადა თავისი ძალები. ცნობილია მისი ვოკალური ციკლი "ილია ჭავჭავაძის ოთხი ლექსი", მიუზიკლი ”უგუნურთა ხომალდი” და სხვადასხვა საორკესტრო ნაწარმოებები.

მიხეილ ოძელი მრავალი სპექტაკლის მუსიკის ავტორია. პოპულარულია ასევე მისი საესტრადო სიმღერებიც.

1982 წელს მ. ოძელმა შექმნა სიმებიანი კვარტეტი, რომელიც მიუძღვნა მამის ხსოვნას.

1984 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა მის მიერ გერშვინის ოპერა "პორგი და ბესზე" შექმნილი საბალეტო ვერსიის პრემიერა.

იგი დღემდე აქტიურ შემოქმედებით და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_ოძელი“-დან