შინაარსზე გადასვლა

მესიე 95

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოტიანი სპირალური გალაქტიკა
მესიე 95
ინგლ. Messier 95

მესიე 95 ლომის თანავარსკვლავედში
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა J2000.0)
თანავარსკვლავედი ლომის თანავარსკვლავედი
პირდაპირი აღვლენა (α) 10სთ 43წთ 57.7წმ [1]
დახრილობა (δ) +11° 42′ 14″[1]
მანძილი 32.6 ± 1.4 მლნ. სინ. წელი (10.0 ± 0.4 მპს)[2]
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე (m) 9.7[3]
მახასიათებლები
ტიპი SB(r)b[1]
წითელი წანაცვლება 778 ± 4 კმ/წმ[1]
ზომა 80.13 ათ. სინ. წელი (24.58 კპს)[1]
კუთხური ზომა 3′.1 × 2′.9[1]
აღმოჩენის ისტორია
აღმომჩენ(ებ)ი პიერ მეშენი
აღმოჩენის წელი 1781
სხვა აღნიშვნები NGC 3351, UGC 5850, PGC 32007
მესიე 95 ვარსკვლავიერ ცაზე
მესიე 95 ვიკისაწყობში

მესიე 95 ან M95 (ასევე ცნობილი, როგორც NGC 3351) — ტოტიანი სპირალური გალაქტიკა ლომის თანავარსკვლავედში. იგი დედამიწიდან დაახლოებით 33 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. M95 აღმოაჩინა პიერ მეშენმა 1781 წელს, ხოლო ოთხი დღის შემდეგ შარლ მესიემ, კატალოგში შეიტანა. 2012 წელს მასში ახალი ზეახალი ვარსკვლავი აღმოაჩინეს.

გალაქტიკას მორფოლოგიური კლასიფიკაცია SB(r)b აქვს.[1] აღნიშვნა SBb მიუთითებს, რომ ეს არის ტოტიანი სპირალური გალაქტიკა, რომლის მკლავებიც მჭიდროდ და თავისუფლად დახვეულ სტრუქტურებს შორის შუალედურ მდგომარეობაშია, ხოლო სიმბოლო „(r)“ ნიშნავს, რომ ტოტს შიდა რგოლი აკრავს გარს.[4] ეს უკანასკნელი წარმოადგენს რგოლისებრ, ბირთვის ირგვლივ მდებარე ვარსკვლავთწარმომქმნელ არეს, რომლის დიამეტრი დაახლოებით 70 ათ. სინ. წელი (21 კპს), ხოლო სისქე — დაახლოებით 2400 სინ. წელი (750 პს).[5][6] სპირალური სტრუქტურა რგოლიდან გარე მიმართულებით ვრცელდება.[4]

მისი რგოლისებრი სტრუქტურა მოიცავს დაახლოებით 3.5×108 M☉-ის ოდენობის მოლეკულურ გაზს და უზრუნველყოფს ვარსკვლავთწარმოქმნის სიჩქარეს — 3.8 M☉/წელიწადში. ვარსკვლავთწარმოქმნა მიმდინარეობს სულ მცირე ხუთ არეში, რომელთა დიამეტრი 100-დან 150 პარსეკამდე მერყეობს; ეს არეები შედგება რამდენიმე ვარსკვლავთგროვისგან, რომელთა ზომები 1.7-დან 4.9 პარსეკამდეა. თითოეული ასეთი გროვა შეიცავს (1.8–8.7)×106 M☉-ის ვარსკვლავებს და შესაძლოა, სფეროსებრი ვარსკვლავთგროვების ჩამოყალიბების გზაზე იყოს.[7]

M95 შედის M96-ის ჯგუფში — გალაქტიკათა გაერთიანებაში, რომელიც ლომის თანავარსკვლავედში მდებარეობს; ამ ჯგუფში შემავალი მესიეს კატალოგის სხვა ობიექტებია M96 და M105.[8][9][10][11]

M95-ში დაფიქსირდა ერთი სუპერნოვა:

  • SN 2012aw (ტიპი II-P, ვარსკვლავიერი სიდიდე 15) აღმოაჩინეს პაოლო ფაგოტიმ და, დამოუკიდებლად, იურე სკვარცმა 2012 წლის 16 მარტს.[12][13][14][15] მისი ნათების მრუდმა 27 დღის შემდეგ მნიშვნელოვანი გაბრტყელება აჩვენა, რის საფუძველზეც იგი კლასიფიცირდა როგორც II-P ტიპის (ანუ „პლატოს“ მქონე) ბირთვის კოლაფსით წარმოქმნილი სუპერნოვა.[16] მოგვიანებით, აღნიშნული არეს ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში გადაღებული გამოსახულებების საფუძველზე დადასტურდა წინამორბედი ვარსკვლავის გაქრობა. სავარაუდო წითელი სუპერგიგანტი წინამორბედი ვარსკვლავის სიკაშკაშემ მისი მასის შეფასების საშუალება მოგვცა, რომელიც 12.5±1.5 M☉-ს შეადგენს.[17]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 6 7 Results for object MESSIER 095. ციტირების თარიღი: 2007-10-03
  2. ↑ Jensen, Joseph B.; Tonry, John L.; Barris, Brian J.; Thompson, Rodger I.; et al. (2003). „Measuring Distances and Probing the Unresolved Stellar Populations of Galaxies Using Infrared Surface Brightness Fluctuations“. Astrophysical Journal. 583 (2): 712–726. arXiv:astro-ph/0210129. Bibcode:2003ApJ...583..712J. doi:10.1086/345430. S2CID 551714.
  3. ↑ Messier 95. ციტირების თარიღი: 30 April 2022 [მკვდარი ბმული]
  4. 1 2 Buta, Ronald J.; Corwin, Harold G.; Odewahn, Stephen C. (2007), Atlas of Galaxies, Cambridge University Press, pp. 1−25, ISBN 978-0521820486, https://books.google.com/books?id=g-P7dCbB5MEC&pg=PA1
  5. ↑ Colina, L.; Garcia Vargas, M. L.; Mas-Hesse, J. M.; Alberdi, A.; Krabbe, A. (1997). „Nuclear Star-forming Structures and the Starburst–Active Galactic Nucleus Connection in Barred Spirals NGC 3351 and NGC 4303“. Astrophysical Journal Letters. 484 (1): L41–L45. Bibcode:1997ApJ...484L..41C. doi:10.1086/310766.
  6. ↑ Calzetti, Daniela; Battisti, Andrew J.; Shivaei, Irene; Messa, Matteo; Cignoni, Michele; Adamo, Angela; Dale, Daniel A.; Gallagher, John S.; Grasha, Kathryn; Grebel, Eva K.; Kennicutt, Robert C.; Linden, Sean T.; Östlin, Göran; Sabbi, Elena; Smith, Linda J.; Tosi, Monica; Wofford, Aida (1 May 2021). „Revisiting Attenuation Curves: The Case of NGC 3351*“. The Astrophysical Journal. 913 (1): 37. arXiv:2103.12117. doi:10.3847/1538-4357/abf118.
  7. ↑ Hägele, Guillermo F.; Díaz, Ángeles I.; Cardaci, Mónica V.; Terlevich, Elena (June 2007), "Kinematics of gas and stars in the circumnuclear star-forming ring of NGC3351", Monthly Notices of the Royal Astronomical Society 378 (1): 163−178,
  8. ↑ Tully, R. B. (1988) Nearby Galaxies Catalog. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-35299-4. 
  9. ↑ Fouque, P.; Gourgoulhon, E.; Chamaraux, P.; Paturel, G. (1992). „Groups of galaxies within 80 Mpc. II – The catalogue of groups and group members“. Astronomy and Astrophysics Supplement. 93: 211–233. Bibcode:1992A&AS...93..211F.
  10. ↑ Garcia, A. (1993). „General study of group membership. II – Determination of nearby groups“. Astronomy and Astrophysics Supplement. 100: 47–90. Bibcode:1993A&AS..100...47G.
  11. ↑ Giuricin, G.; et al. (2000). „Nearby Optical Galaxies: Selection of the Sample and Identification of Groups“. Astrophysical Journal. 543 (1): 178–194. arXiv:astro-ph/0001140. Bibcode:2000ApJ...543..178G. doi:10.1086/317070. S2CID 9618325.
  12. ↑ Fagotti, P. (2012). „Supernova 2012aw in M95 = Psn J10435372+1140177“. Central Bureau Electronic Telegrams. 3054: 1. Bibcode:2012CBET.3054....1Q.
  13. ↑ Deep Sky Videos. ციტირების თარიღი: 19 March 2012
  14. ↑ Supernova 2012aw: the pictures!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 October 2019. ციტირების თარიღი: 19 March 2012
  15. ↑ SN 2012aw. IAU. ციტირების თარიღი: 24 July 2025
  16. ↑ Bayless, Amanda J.; Pritchard, Tyler A.; Roming, Peter W. A.; Kuin, Paul (February 2013), "The Long-lived UV "Plateau" of SN 2012aw", The Astrophysical Journal Letters 764 (1): 6, , L13
  17. ↑ Fraser, Morgan (February 2016), "The disappearance of the progenitor of SN 2012aw in late-time imaging", Monthly Notices of the Royal Astronomical Society: Letters 456 (1): L16−L19,