მერჩულიულნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მერჩულიულნი — ქართულ ჰიმნოგრაფიაში დამკვიდრებული ალიტერაციის სახეობა, რომელიც გულისხმობს ძლისპირ-გალობას შორის ალიტერაციულ თანაფარდობას: გალობის ყოველ მუხლში მეორდება ძლისპირის საწყისი ასო, მარცვალი, ან სიტყვა. მერჩულიულნის დამკვიდრებას გიორგი მერჩულეს სახელს უკავშირებენ, მისი უძველესი დადასტურება მიქაელ მოდრეკილის „იადგარში“ (978—988) გვხვდება. მერჩულიულნის ფორმით არის დაწერილი „საგალობელნი აღვსებისანი რვა-ხმანი“ (მიქაელ მოდრეკილის „იადგარი“) და გიორგი მთაწმიდლის „პარაკლიტონში“ (XI საუკუნე, ხელნაწერი A—93) შესული „სამარადისო საგალობელნი რვახმანი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯღამაია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 595—596.
  • ინგოროყვა პ., თხზ., კრ. შვიდ ტომად, ტ. 3, თბ., 1965.