ალიტერაცია (ლათ.alliteratio) — ერთი და იმავე მსგავსი თანხმოვანი ბგერების განმეორებაა სალექსო სტრიქონში. გამოსახვის პოეტური ხერხი, ემოციური ზეგავლენის საშუალება, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმა. ქმნის ლექსის კეთილხმოვანებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკურ თვალსაჩინოებას. ბგერების გამეორება მაშინაა პოეტური, ესთეტიკური როდესაც მას თან ახლავს გამომსახველობითი ემოციური ძალა. ბგერების უაზრო, ფორმალისტური თამაში მოკლებულია მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებას.