მუხლი (ლიტერატურა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მუხლი.

მუხლი — საზომის მეტრული მონაკვეთი; საშუალო ადგილი უჭირავს ტაეპსა (ლექსის ძირითად რიტმულ ერთეულსა) და ტერფს შორის. მაგ., ქართულ ქორეულ-დაქტილური ათმარცვლედი 2 ხუთმარცვლიან მუხლს შეიცავს (5/5). თითოეულ მუხლში კი 2-2 ტერფია: 2-3 (ქორე-დაქტილი) ან 3-2 (დაქტილი-ქორე):


ჩვენ მივ/დიოით/ /ტაძრისკენ/ ორი. 10 (5/5)
იყო /საღამო/. /ლოცვები/. ზარი. 10 (5/5)
და ჩვენს /საოცარ/ გ/ზაზე/, ლენორა, 10 (5/5)
რტოებს /ტირილით/ /ამტრევდა/ ქარი. 10 (5/5)
(გ. ტაბიძე)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე რ., ქსე, ტ. 7, გვ. 230, თბ., 1984