ერეკლე II-ის ძეგლი თელავში
ერეკლე II-ის ძეგლი | |
---|---|
![]() | |
მდებარეობა | თელავი |
ქალაქი | თელავი |
დაიწყო | 1971 |
დასრულდა | 1971 |
სიმაღლე | 8,5 |
ერეკლე II-ის ძეგლი თელავში — მერაბ მერაბიშვილის მიერ შექმნილი ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის ცხენოსანი ძეგლი ქალაქ თელავში.
ნამუშევარი ბრინჯაოსგანაა დამზადებული და პოსტმანის გარეშე 8,5 მეტრი სიმაღლისაა.
ერეკლე მეფის ძეგლს, რომელიც 1971 წელს შეიქმნა, რესპუბლიკურ კონკურსზე მოპოვებული აქვს პირველი პრემია. დღესდღეობით თელავში არსებული მერაბ მერაბიშვილის ეს ნამუშევარი ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს.