შინაარსზე გადასვლა

მელისა დოდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელისა დოდა
ალბანეთის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2001 – 2017

დაბადებული6 თებერვალი 1971
კუკესი, ალბანეთი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია (1991-2016); სამართლიანობის, ინტეგრაციისა და ერთიანობის პარტია (2016 - დღემდე)
რელიგიაკათოლიკე

მელისა დოდა (დ. 6 თებერვალი 1971, კუკესი, ალბანეთი) — ალბანელი პოლიტიკოსი. ალბანეთის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი პირველი წევრი, 2001 წლიდან არის ალბანეთის პარლამენტის წევრი.

ის სწავლობდა ეკონომიკას ტირანას უნივერსიტეტში, ხოლო ფილოსოფიას რომში. დოდამ საკუთარი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1991 წელს ალბანეთში რეჟიმის შეცვლით გამოწვეული სტუდენტური პროტესტებისას. მას ეკავა სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციები და ასევე მუშაობდა როგორც ჟურნალისტი და ტელეწამყვანი. მელისა დემოკრატიულ პარტიაში შევიდა 1991 წელს და ის დატოვა 2016 წელს ღია წერილით, სადაც ის წერდა, რომ ნანობდა პარტიის დატოვებას, რომელიც მან, სხვა სტუდენტებმა და მასწავლებლებმა ერთად შექმნეს 25 წლის წინ[1].

ალბანეთის დემოკრატიული პარტიის დატოვების შემდეგ ის გაწევრიანდა სამართლიანობის, ინტეგრაციისა და ერთიანობის პარტიაში, რომელიც ფოკუსირებულია ეროვნული საკითხებისა და პრობლემების საჯარო მხარდაჭერაზე, ჩამის პრობლემის მსგავსად[2].

ის არის ერთ-ერთი ყველაზე კონსრევატიული შეხედულებების მქონე პარლამენტის წევრი და ბოლო ხანებში ეწინააღმდეგებოდა კანონ-პროექტებს ლგბტ საზოგადოების უფლებების დაცვის, მარიხუანასა და პროსტიტუციის ლეგალიზაციის შესახებ ალბანეთში. მას ასევე დასდეს ბრალი ლგბტ საზოგადოების აშკარა დისკრიმინაციაში[3].

  1. Doda leaves DP, Mesila Doda gives her reasons in an open letter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-10. ციტირების თარიღი: 2017-04-02.
  2. Doda joins PJIU
  3. MEMBER OF THE ALBANIAN PARLIAMENT ACCUSED OF OVERT DISCRIMINATION AGAINST LGBT COMMUNITY. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-18. ციტირების თარიღი: 2017-04-02.