ალბანეთის დემოკრატიული პარტია
იერსახე
ალბანეთის დემოკრატიული პარტია | |
---|---|
Partia Demokratike e Shqipërisë | |
ქვეყანა | ალბანეთი |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | სალი ბერიშა |
ისტორია | |
დაფუძნდა | 12 დეკემბერი, 1990 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | კონსერვატიზმი, ირედენტიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპის სახალხო პარტია |
წარმომადგენლობითობა | |
ალბანეთის პარლამენტი |
49 / 140 |
მუნიციპალიტეტები |
30 / 65 |
კომუნები |
173 / 309 |
ფერები | ლურჯი |
www.pd.al |
ალბანეთის დემოკრატიული პარტია (ალბ. Partia Demokratike e Shqipërisë, PD) — მემარჯვენე პოლიტიკური პარტია ალბანეთში. 1990 წლიდან არის ერთ-ერთი ალბანეთის პოლიტიკურ არენაზე მყოფი ორი ძირითადი პარტიიდან. პარტიის პოზიცია ძლიერია ჩრდილოეთ ალბანეთში.
დემოკრატიულმა პარტიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ალბანეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობაში. პარტია ხელისუფლებაში იყო 1992-1997 წლებში, სალი ბერიშასა და ალექსანდერ მეკსის ხელმღვანელობით. 1997 წელს დემოკრატიული პარტიის მთავრობა გადადგა განვითარებული სამოქალაქო ომის ფონზე. მთავრობის ფორმირება მოახდინა პარტიის უშუალო კონკურენტმა სოციალისტურმა პარტიამ. 2009 წლიდან პარტია კოალიციურ მთავრობაშია. 2013 წლიდან კი კვლავ ოპოზიციაშია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური ვებსაიტი დაარქივებული 2005-12-30 საიტზე Wayback Machine.