შინაარსზე გადასვლა

ბირკა (შვედეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბირკა და ჰოვგორდენი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 59°20′05″ ჩ. გ. 17°32′35″ ა. გ. / 59.33472° ჩ. გ. 17.54306° ა. გ. / 59.33472; 17.54306
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 555
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 555
ინგლ.რუს.ფრ.

ბირკა (შვედ. Birka) — შვედი ვიკინგების მსხვილი სავაჭრო ცენტრი 800-975 წლებში, რომელიც ჩრდილოელი მოციქულის, წმინდა ანსგარის "ცხოვრებასა" და ადამ ბრემენელის თხზულებებშია მოხსენებული. XIX საუკუნიდან გაიგივებულია კუნძულ ბიორკიოსთან მელარენის ტბაზე, შესულია იუნესკოს ძეგლთა სიაში. უძველესი ქალაქია თანამედროვე შვედეთის ტერიტორიაზე. სავაჭრო გზების საბოლოო პუნქტი იყო, რომელიც სკანდინავიას არაბეთის სახალიფოს აკავშირებდა. ამაზე არაბული რკინის ფულის და საქონლის არაერთი მონაპოვარიც მოწმობს. X საუკუნის ბოლოს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა სიგტუნს დაუთმო, სავარაუდოდ დიდი ხანძრის, ან სამდინარო გზების გამეჩეჩების გამო.

  • 2006 ენციკლოპედია ბრიტანიკა, სტატია „შვედეთი“.
  • Helle, K. et al., Norsk Byhistorie, Pax forlag, ოსლო 2006, ISBN 13: 978-82-530-2882-8.
  • 2006 ენციკლოპედია ბრიტანიკა. სტატია „ბირკა“.