შინაარსზე გადასვლა

ვეტერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვეტერნის ტბა

ვეტერნი (შვედ. Vättern) — ტბა შვედეთის სამხრეთ ნაწილში, 88.5 მ სიმაღლეზე. სიგრძე 129 კმ, სიგანე 28 კმ-მდე. ფართობი 1900 კმ². მაქსიმალური სიღრმე 119 მ. წყალშემკრები აუზის ფართობი დაახლოებით 6 000 კმ². ტბის სამხრეთ ნაწილში არის კუნძული ვისინგსე. ვეტერნის ღრმა ქვაბული წარმოადგენს პლეისტოცენური მყინვარებით დამუშავებულ გრაბენს. ფსკერი და ნაპირები კლდიანია. განსაკუთრებით მაღალია ციცაბო აღმოსავლეთი ნაპირი. საზრდოობს წყაროებით. წყალი გამჭვირვალეა და ცივი (ივლისის საშ. ტემპერატურა 6-7°C), წყლის დონის მრავალწლიური რყევა 1 მ-ს აღემატება. შეიმჩნევა სეიშები, იცის ძლიერი ღელვა, რის გამოც გვიან იყინება (თებერვალი). ვეტერნის ბალტიის ზღვასთან აკავშირებს მდინარე მოტალა და გეტა-კანალი, ჩრდილოეთის ზღვასთანვენერნის ტბა და მდინარე გეტა-ელვი. ვეტერნის ნაპირებზეა ქალაქები: მოტალა, პუსკვარნა, კარლსბორგი და სხვა.