მევლანას მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მევლანას მუზეუმი
37°52′14″ ჩ. გ. 32°30′17″ ა. გ. / 37.87056° ჩ. გ. 32.50472° ა. გ. / 37.87056; 32.50472
დაარსდა 2 მარტი, 1927
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა კონია და Meram
კლასიფიკაცია მეჩეთი
ოფიციალური საიტი konya.bel.tr
Map

მევლანას მუზეუმი (თურქ. Mevlânâ Müzesi) — თურქეთის ქალაქ კონიაში მდებარე სუფი მისტიკოსის ჯალალედინ რუმის მავზოლეუმი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელჩუკთა სულთანმა ალაედინ ქეიყუბადმა, თავისი ვარდების ბაღი მისცა რუმის მამას, ბაჰა უდ-დინ ვალადს, რომელიც გარდაიცვალა 1231 წლის 12 იანვარს, როდესაც თავად მევლანა გარდაიცვალა 1273 წლის 17 დეკემბერს, იგი დაკრძალეს მამის გვერდით.

მევლანას მემკვიდრემ ჰუსამეთინ ჩელებმა გადაწყვიტა აეგო მავზოლეუმი მისი ბატონის საფლავზე. მშენებლობას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ბადრ ალ-დინ თაბრიზი[1] და დასრულდა 1274 წელს. მშენებლობის ხარჯები დაფარეს სელჩუკების ემირ სულეიმან პერვანეს მეუღლემ გურჯი ხათუნმა და ემირმა ალამედინ კაიზერმა. გუმბათის ცილინდრული ბარაბანი თავდაპირველად ოთხ სვეტს ეყრდნობოდა. გუმბათი დაფარულია ფირუზისფერი კრამიტით.[2]

თავდაპირველ კომპლექსს 1854 წელს დაემატა დამატებითი სექციები.

1926 წლის 6 აპრილს ათათურქის მიერ გამოქვეყნებული ბრძანებულებით, მავზოლეუმი და დერვიშთა ლოჟა გადაკეთდა მუზეუმად, რომელიც გაიხსნა 1927 წლის 2 მარტს. 1954 წელს მას ოფიციალურად ეწოდა მევლანას მუზეუმი.[3]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის მთავარი კარიბჭე მარმარილოს მოპირკეთებულ ეზოში გადის. მარჯვენა მხარეს დგას დერვიშების სამზარეულო და ჰურემ ფაშას საფლავი, რომელიც აშენდა სულეიმან დიდებულის დროს. მარცხნივ არის 17 კელია დერვიშებისთვის, რომლებიც აშენდა მურად III-ის დროს, თითოეული მათგანი დაფარულია პატარა გუმბათით. სამზარეულო ასევე გამოიყენებოდა დერვიშების აღზრდისა და სამის შესრულებისთვის. ეზოს შუაში მდებარე შადრევანი აშენდა იავუზ სულთან სელიმის მეფობის დროს.

ტურიზმი და კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მავზოლეუმი გამოსახული იყო 1981-1994 წლებში მოქმედი 5000 ლირის ღირებულების თურქული ბანკნოტების უკანა მხარეს.[4] 2019 წელს მუზეუმს 3,4 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა, რის გამოც იმ წელს თურქეთის ყველაზე მონახულებადი მუზეუმი გახდა.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Crane, H. (1988). „BADR-AL-DĪN TABRĪZĪ“. Encyclopaedia Iranica, Vol. III, Fasc. 4. p. 382. ციტატა: „BADR-AL-DĪN TABRĪZĪ, architect and savant active in Konya in Anatolia during the third quarter of the thirteenth century. He is described by Aflākī (I, p. 389) as the architect (meʿmār) of the tomb of the great mystic poet Jalāl-al-Dīn Rūmī (d. 1273). He came to Anatolia probably as one of those Iranian craftsmen and men of learning who sought refuge in Asia Minor after the Mongol invasion of Iran in the middle of the thirteenth century.“
  2. Mevlana Museum's turquoise dome to be renovated (16 June 2020).
  3. Mevlana Museum's turquoise dome to be renovated (16 June 2020).
  4. Central Bank of the Republic of Turkey (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 3 June 2009.
  5. Turkey: Mevlana Rumi museum drew 3.4M visitors in 2019. ციტირების თარიღი: 2022-07-23