მეგნად საჰა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეგნად საჰა
ბენგ. মেঘনাদ সাহা
დაბ. თარიღი 6 ოქტომბერი, 1893(1893-10-06)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი დაკა
გარდ. თარიღი 16 თებერვალი, 1956(1956-02-16)[4] [1] [2] (62 წლის) ან 1956[5]
გარდ. ადგილი ნიუ-დელი
მოქალაქეობა  ბრიტანეთის ინდოეთი
ინდოეთი
Dominion of India
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი, ასტროფიზიკოსი, ფიზიკოსი[6] , ასტრონომი[7] [8] და პოლიტიკოსი
მუშაობის ადგილი კოლკატის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კოლკატის უნივერსიტეტი, Presidency University, Dhaka College, Hindu School, University College of Science, Technology & Agriculture და K. L. Jubilee High School & College
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი
ხელმოწერა

მეგნად საჰა ( ბენგ. ঘনাদ সাহা, ჰინ. मेघनाद साहा ( დ. 6 ოქტომბერი 1893გ. 16 თებერვალი 1956 ) — ინდოელფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეგნად დაიბადა შეორატალში დაკას მახლობლად (ახლანდელი ბანგლადეში ), 1915 წელს დაამთავრა კალკუტის უნივერსიტეტი. 1916-1921 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1921-1923 და 1938-1955 წლებში იყო კალკუტის უნივერსიტეტის პროფესორი. 1923 წლიდან 1938 წლამდე — ალაჰაბადის უნივერსიტეტის პროფესორი. 1943 წელს დააარსა ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი კალკუტაში და გახდა მისი საპატიო დირექტორი. ინსტიტუტს შემდგომში მეცნიერის საპატივსაცემოდ მისი სახელი ეწოდა. იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1927).

მეგნად საჰა ძირითადად მუშაობდა თერმოდინამიკის, სტატისტიკური ფიზიკის, ასტროფიზიკის, რადიოტალღების გავრცელების თეორიის, ბირთვული ფიზიკის დარგში. მის მიერ 1920-1921 წლებში შემუშავებული ატომური იონიზაციის თეორია გახდა თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი. ამ თეორიის მიხედვით, ვარსკვლავურ ატმოსფეროში იონიზაციის და ატომების აგზნების ხარისხი მათში ტემპერატურისა და წნევის ფუნქციას წარმოადგენს ( საჰას განტოლება ). მისი კვლევები იონიზაციაზე მრავალი თვალსაზრისით ეფუძნებოდა ჯ. ლოკიერის შრომას, რომელმაც აღმოაჩინა განსხვავება ელემენტების ნაპერწკალსა და რკალის სპექტრს შორის. საჰამ გამოიყენა თავისი თეორია სპექტრული მიმდევრობის ინტერპრეტაციისთვის. სპექტრული ხაზების ინტენსივობა იქცა რაოდენობრივად გამოთვლილ სიდიდედ, რომელიც განისაზღვრება ვარსკვლავური ატმოსფეროს ფიზიკური მდგომარეობით. საჰას შემდეგ, მისი თეორია წარმატებით იქნა გამოყენებული ვარსკვლავური ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობისა და მათში არსებული ფიზიკური პირობების შესასწავლად ალფრედ ფაულერის, ედუარდ არტურ მილნის,ჰენრი ნორის რასელის, სესილია პეინ-გაპოშკინის, დონალდ ჰოვარდ მენზელის და სხვა მკვლევარების მიერ. მისი რამდენიმე ნამუშევარი ეძღვნება მზის ქრომოსფეროს სპექტრის ინტერპრეტაციას, მზის რადიოს ემისიის მექანიზმების შესწავლას და მზის გვირგვინის ფიზიკური თეორიის აგებას. მან დიდი ყურადღება დაუთმო ინდოეთში ახალი ასტრონომიული ინსტიტუტების პროექტების შემუშავებას და ეროვნული ინდური კალენდრის შექმნას.

საჰამ ასევე გამოიგონა ინსტრუმენტი მზის სხივების წონისა და წნევის გასაზომად და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სამეცნიერო დაწესებულების ჩამოყალიბებაში, მათ შორის ალაჰაბადის უნივერსიტეტის ფიზიკის განყოფილების და კოლკატაში ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის. მან დააარსა ჟურნალი Science and Culture და გარდაცვალებამდე იყო რედაქტორი. ის იყო წამყვანი ფიგურა რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებაში, რომელთა შორის იყო: მეცნიერების ეროვნული აკადემია (1930), ინდოეთის ფიზიკური საზოგადოება (1934) და ინდოეთის მეცნიერების ინსტიტუტი (1935). 1953 წლიდან 1956 წლამდე იყო ინდური მეცნიერების კულტივირების ასოციაციის დირექტორი. საჰას ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1943 წელს კოლკატაში, მის სახელს ატარებს.

მეგნად საჰას საპატივსაცემოდ მისი სახელი ეწოდა კრატერს მთვარეზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Колчинский И.Г., Корсунь А.А., Родригес М.Г. Астрономы. Биографический справочник. — Киев: Наукова думка, 1986. — С. 219.
  • Храмов Ю. А. Саха Мегнад (Saha Meghnad) // Физики : Биографический справочник / Под ред. А. И. Ахиезера. — Изд. 2-е, испр. и доп. — М. : Наука, 1983. — С. 243. — 400 с. — 200 000 экз.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  4. Саха Мегнад // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  5. https://www.biografiasyvidas.com/biografia/s/saha.htm
  6. http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/00033790050074156
  7. http://www.astro.washington.edu/users/anamunn/Astro101/RBSEU/stellar_spectroscopy_introduction.html
  8. http://www.noao.edu/education/astrobits/files/Stellar-Spectroscopy-Abits.pdf