მეგი ჩუნგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეგი ჩუნგი
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი, 1964
ბრიტანული ჰონგ-კონგი
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი

მეგი ჩუნგ მან-იუკი (ჩინ. 張曼玉; დ. 20 სექტემბერი, 1964, ბრიტანული ჰონგ-კონგი) — ჰონგ-კონგელი მსახიობი. რამდენიმე კოლაბორაცია აქვს რეჟისორ ვონგ კარ-ვაისთან.

მეგი ჩუნგს ჰონგ-კონგის კინოს ჯილდო საუკეთესო მსახიობისთვის 5-ჯერ აქვს მოგებული, რითიც რეკორდს ამყარებს ამ პრიზის გამარჯვებაში.

1992 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს ლომი“ გადაეცა საუკეთესო მსახიობისთვის, 2004 წელს კი საუკეთესო მსახიობის ჯილდო კანის კინოფესტივალზე.

2004 წელს ის გახდა პირველი აზიელი ქალი მსახიობი, რომელიც „სეზარზე“ არის ნომინირებული.

მის ყველაზე ცნობილ ფილმებს შორისაა: „სანამ ცრემლი არ შეშრება“ (1988, რეჟ. ვონგ კარ-ვაი), „ავანსცენა“ (1991, რეჟ. სტენლი კუონი), „ამხანაგები: თითქმის სასიყვარულო ისტორია“ (1996, რეჟ. პიტერ ჩანი), „მწვანე გველი“ (1993, რეჟ. ტსუი ჰარკი), „დები სუნგები“ (1997, რეჟ. მეიბელ ჩუნგი), „ირმა ვეპი“ (1996, რეჟ. ოლივერ ასაია), „სასიყვარულო განწყობა“ (2000, რეჟ. ვონგ კარ-ვაი) და „სუფთა“ (2004, რეჟ. ოლივერ ასაია).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეგი ჩუნგი 1964 წლის 20 სექტემბერს დაიბადა. როცა რვა წლის იყო, ის და მისი ოჯახი ჰონგ-კონგიდან დიდ ბრიტანეთში გადავიდნენ. მისი ბავშვობისა და მოზარდობის დიდი ნაწილი ბრომლიში, ლონდონში (ინგლისი) გაატარა. 18 წლის ასაკში ჰონგ-კონგში დაბრუნდა.

ჩუნგი პოლიგლოტია. შეუძლია ფრანგულად, ინგლისურად საუბარი. ლაპარაკობს კანტონურისა და მანდარინის დიალექტებზე (ჩინური ენა). საუბრობს შანხაურ დიალექტზეც.

კინო-კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობა მიუღია ფილმში „პოლიციის ისტორია“ (1985) (რეჟ. ჯეკი ჩანი).

1988 წელს ჰქონდა პირველი კოლაბორაცია ცნობილ ჰონგ-კონგელ რეჟისორთან, ვონგ კარ-ვაისთან, ფილმში „სანამ ცრემლი არ შეშრება“. 1989 წელს „ოქროს ცხენი“ მოიპოვა საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში, ფილმისთვის „სავსე მთვარე ნიუ-იორკში“. იმავე წელს მიიღო „ჰონგ-კონგის კინოს ჯილდო“ თავისი როლისთვის ფილმში „არაფრისმთქმელი ამბავი“ (1989). [1]1991 წელს ჩუნგი პირველი ჩინელი პერფორმერი გახდა, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო (ფილმისთვის „ავანსცენა“ (1991)).[2]

მეგი ჩუნგი 2007 წელს

2000 წელს ითამაშა ვონგ კარ-ვაის ფილმში, სახელწოდებით „სასიყვარულო განწყობა“, რომელმაც წარმატება მალევე მოიპოვა და ჩუნგს საერთაშორისო მასშტაბით გაუთქვა სახელი. ფილმისთვის მან მეორედ მოიგო ტაივანური „ოქროს ცხენი“. [3] ფილმი მოგვითხრობს კაცისა (ტონი ლუნგი) და ქალის (მეგი ჩუნგი) ისტორიას, რომელთა მეუღლეებსაც რომანი აქვთ. მალევე ტონი ლუნგისა და მეგი ჩუნგის პერსონაჟები მიხვდებიან, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობა უჩნდებათ. „სასიყვარულო განწყობის“ პრემიერა 2000 წლის 20 მაისს კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ის „ოქროს პალმის რტოზე“ იყო ნომინირებული.

ამის შემდეგ მან ითამაშა ჟანგ იუმოუს ფილმში „გმირი“ (2002) და ვონგ კარ-ვაის ფილმში „2046“ (2004).

2004 წლის ფილმისთვის, სახელწოდებით „სუფთა“, ჩუნგმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა.

ჩუნგი 1997 წლის ბერლინის კინოფესტივალის, [4]1999 წლის ვენეციის კინოფესტივალის, 2004 წლის ჰავაის საერთაშორისო კინოფესტივალის, 2007 წლის კანის კინოფესტივალისა [5]და 2010 წლის მარაკეჩის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს ჩუნგი ფრანგ რეჟისორზე, ოლივერ ასაიაზე დაქორწინდა. ისინი 2001 წელს განქორწინდნენ. 2007 წლიდან 2011 წლამდე ჩუნგი რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა გერმანელ არქიტექტორ ოლი შირინთან.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1984 „მომხიბვლელი პრინცი“ 青蛙王子 მსახიობი
1985 „ყვითელი ხაზის უკან“ 緣份 მსახიობი
1985 „გოგო მარგალიტის ფლოსტებით“ 摩登仙履奇緣 მსახიობი
1985 „პოლიციის ისტორია“ 警察故事 მსახიობი
1985 „ეს არის სასმელი, ეს არის ბომბი“ 聖誕奇遇結良緣 მსახიობი
1986 „ბოლო რომანი“ 玫瑰的故事 მსახიობი
1986 „ბედნიერი მოჩვენება 3“ 開心鬼撞鬼 მსახიობი
1986 „მეშვიდე წყევლა“ 原振俠與衛斯理 მსახიობი
1987 „შვიდი წლის თავზე“ 七年之癢 მსახიობი
1987 „და კუპიდონი“ 天賜良緣 მსახიობი
1987 „გულისცემა 100“ 七年之癢 მსახიობი
1987 „მომაჯადოვებელი ვარსკვლავი“ 精裝追女仔 მსახიობი
1987 „პროექტი ა, ნაწილი 2“ A計劃續集 მსახიობი
1987 „შენ ხარ ჩემი ბედისწერა“ 用愛捉伊人 მსახიობი
1988 „გოგონა გამოძახებით 1988“ 應召女郎1988 მსახიობი
1988 „ქაღალდის ქორწინება“ 過埠新娘 მსახიობი
1988 „ორმაგი სიმსუქნე“ 雙肥臨門 მსახიობი
1988 „სანამ ცრემლი არ შეშრება“ 旺角卡門 მსახიობი
1988 „დედა დედის წინააღმდეგ“ 南北媽打 მსახიობი
1988 „მთვარე, ვარსკვლავი, მზე“ 月亮星星太陽 მსახიობი
1988 „როგორ მოვაწონოთ თავი გოგოებს“ 求愛敢死隊 მსახიობი
1988 „პოლიციის ისტორია 2“ 警察故事續集 მსახიობი
1988 „ღმერთის საყვარელი ვაჟიშვილი“ 肥貓流浪記 მსახიობი
1988 „თამაში, რომელსაც სექსს ეძახიან“ 黃色故事 მსახიობი
1988 „ბოლო რომანი“ 流金歲月 მსახიობი
1989 „პატარა პოლიციელი“ 小小小警察 მსახიობი
1989 „არაფრისმთქმელი ისტორია“ 不脫襪的人 მსახიობი
1989 „ჩემო ძვირფასო შვილო“ 我要富貴 მსახიობი
1989 „სიყვარულებს შორის“ 求愛夜驚魂 მსახიობი
1990 „სავსე მთვარე ნიუ-იორკში“ Full Moon in New York მსახიობი
1990 „გაქცევის სიმღერა“ 客途秋恨 მსახიობი
1990 „დრაკონი რუსეთიდან“ 紅場飛龍 მსახიობი
1990 „წითელი მტვერი“ 滾滾紅塵 მსახიობი
1990 „ველური დღეები“ 阿飛正傳 მსახიობი
1991 „ბანკეტი“ 豪門夜宴 მსახიობი
1991 „იდეალურად შესაფერისი“ 富貴吉祥 მსახიობი
1991 „ბანკეტი“ 豪門夜宴 მსახიობი
1991 „ავანსცენა“ 富貴吉祥 მსახიობი
1992 „პოლიციის ისტორია 3“ 警察故事3: 超級警察 მსახიობი
1993 „მილიონერი პოლიციელი“ 千面天王 მსახიობი
1993 „გმირული ტრიო“ 東方三俠 მსახიობი
1993 „მწვანე გველი“ 青蛇 მსახიობი
1993 „ბიჭები მარტივები არიან“ 追男仔 მსახიობი
1994 „შუაში“ 新同居時代 მსახიობი
1994 „დროის ნარჩენები“ 東邪西毒 მსახიობი
1996 „ამხანაგები: თითქმის სასიყვარულო ისტორია“ 甜蜜蜜 მსახიობი
1996 „ირმა ვეპი“ Irma Vep მსახიობი
1997 „დები სუნგები“ 宋家皇朝 მსახიობი
1996 „ჩინური ყუთი“ Chinese Box მსახიობი
1999 „აუგუსტინი, კუნგ-ფუს მეფე“ Augustin, King of Kung-Fu მსახიობი
2000 „ერთი ნახვით შეყვარება“ 一見鍾情 მსახიობი
2000 „სასიყვარულო განწყობა“ 花樣年華 მსახიობი
2002 „გმირი“ 英雄 მსახიობი
2004 „2046“ 2046 მსახიობი
2004 „სუფთა“ 錯得多美麗 მსახიობი
2010 „ცხელი ზაფხულის დღეები“ 全城熱戀 მსახიობი
2010 „ათი ათასი ცოლი“ 萬層浪 მსახიობი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

]