სასიყვარულო განწყობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სასიყვარულო განწყობა
ჟანრი რომანტიკული დრამა
რეჟისორი ვონგ კარ ვაი
პროდიუსერი ვონგ კარ ვაი
სცენარის ავტორი ვონგ კარ ვაი
როლებში ტონი ლიუნი
მეგი ჩენგი
გამოსვლის თარიღი მაისი 20, 2000 (2000-05-20) (კანი)
მაისი 2000 (2000-05) (ჰონგ-კონგი)
ხანგრძლივობა 98 წუთი
შემოსავალი $12.8 მილიონი

სასიყვარულო განწყობა (ჩინ. 花樣年華) — 2000 წლის ჰონგკონგური რომანტიკული დრამა, რომლის რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერია ვონგ კარ ვაი. ფილმის ორიგინალი სახელწოდება ითარგმნება, როგორც „ყვავილობის წლები“. ფილმში მთავარ როლებს ტონი ლიუნი და მეგი ჩენგი ასრულებენ.

ფილმის პრემიერა 2000 წლის 20 მაისს კანის კინოფესტივალზე შედგა,[1][2] სადაც ტონი ლიუნმა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება. იგი პირველი ჰონგკონგელი მსახიობია, რომელმაც კანის კინოფესტივალზე გაიმარჯვა. აგრეთვე კინოფესტივალზე „სასიყვარულო განწყობა“ ოქროს პალმის რტოსთვის იბრძოდა. ფილმი მალევე აზიური კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად იქცა. 2016 წლის BBC-ის გამოკითხვაში, რომელშიც მსოფლიო მასშტაბით 177-მა კინოკრიტიკოსმა მიიღო მონაწილეობა, „სასიყვარულო განწყობა“ XXI საუკუნის მეორე საუკეთესო ფილმად დასახელდა.

„სასიყვარულო განწყობა“ ვონგის არაფორმალური ტეტრალოგიის მეორე ფილმია, რომლის პირველი ნაწილია 1990 წლის „სიგიჟის დღეები“,[3] ხოლო მესამე ნაწილია 2004 წლის „2046“.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში მოქმედება 1962 წლის კოლონიურ ჰონგ-კონგში ხდება. ჟურნალისტი ჩო მო ვანი ცოლთან ერთად ოთახს ქირაობს. იმავე დღეს გვერდით მდებარე ოთახში გადაზიდვების კომპანიის მდივანი სუ ჩენი ქმართად ერთად ბინავდება. ჩოსა და სუს მეუღლეები ძირითადად დაკავებულები არიან, რის გამოც ორივე მარტოსულად გრძნობს თავს. მათ შორის თანდათან მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება.[4]

სათაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის ორიგინალი სათაური, როგორც „ყვავილობის წლები“ ან „ყვავილობის ხანა“ ითარგმნება, რაც ახალგაზრდობის, სილამაზისა და სიყვარულის პერიოდის ჩინური მეტაფორაა და ჯოუ ხუანის 1946 წლის ამავე სახელწოდების სიმღერიდან მომდინარეობს. ფილმის ინგლისური სათაური ჯიმი მაკჰიუზის სიმღერიდან I'm in the Mood for Love მომდინარეობს.

კრიტიკული გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიტზე Metacritic „სასიყვარულო განწყობა“ 28 კინოკრიტიკოსის რეცენზიის საფუძველზე 100-დან 85 ქულითაა შეფასებული, რაც საყოველთაო აღიარებას გულისხმობს,[5] ხოლო საიტზე Rotten Tomatoes ფილმს 90%-იანი რეიტინგი აქვს.[6] ელვის მიჩელმა The New York Times-დან „სასიყვარულო განწყობას“ „წლის ყველაზე სულისშემძვრელად მშვენიერი ფილმი“ უწოდა.[7] პიტერ უოკერმა The Guardian-დან დაწერა, რომ „ფილმი, გარდა სიყვარულისა, ღალატის, დანაკარგის, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების, მოგონებებისა და მარტოობის თემაზეა.“[8] დევიდ პარკინსონმა ჟურნალ Empire-დან ფილმის ვიზუალური მხარე და მსახიობთა შესრულების დონე შეაქო. მან აღნიშნა, რომ ფილმი ჭეშმარიტად რომანტიკული რომანის აღწერას გვთავაზობს.[9]

2000 წელს, ჟურნალ Empire-ის სიაში „მსოფლიო კინოს 100 საუკეთესო ფილმი“ „სასიყვარულო განწყობა“ 42-ე ადგილზე დასახელდა,.[10] ხოლო 2008 წელს Entertainment Weekly-ის 1983-2008 წლების საუკეთესო ფილმების სიაში 95-ე ადგილზე მოხვდა.[11] 2009 წელს Time Out New York-მა „სასიყვარულო განწყობა“ დეკადის მეოთხე საუკეთესო ფილმად დაასახელა და „ახალი ათასწლეულის სრულყოფილად დაუმთავრებელი სიყვარულის ისტორია“ უწოდა.[12]

2012 წლის Sight & Sound-ის კრიტიკოსთა გამოკითხვაში ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორის „სასიყვარულო განწყობა“ 24-ე ადგილზე დასახელდა, რითაც 2000-იანი წლების ფილმებს შორის საუკეთესო შედეგი აიღო.[13]

რეჟისორმა სოფია კოპოლამ „სასიყვარულო განწყობა“ თავისი ოსკაროსანი ფილმის „თარგმანში დაკარგულები“ უდიდესი შთაგონების წყაროდ დაასახელა. მან ოსკარის მიღებისას წარმოთქმულ სიტყვაში ვონგ კარ ვაის მადლობა გადაუხადა.

2015 წლის პუსანის საერთაშორისო კინოფესტივალზე აზიური კინოს საუკეთესო ფილმებს შორის იასუძირო ოძუს ფილმის „ტოკიური ამბავი“ და აკირა კუროსავას „რასიომონის“ შემდეგ „სასიყვარულო განწყობა“ მესამე ადგილზე დასახელდა.[14]

2016 წელს BBC-ის XXI საუკუნის 100 საუკეთესო ფილმის სიაში დევიდ ლინჩის „მალჰოლანდ დრაივის“ შემდეგ „სასიყვარულო განწყობა“ მეორე ადგილზე მოხვდა.[15]

2019 წელს ჟურნალმა The Guardian-მა „სასიყვარულო განწყობა“ XXI საუკუნის საუკეთესო ფილმებს შორის მეხუთე ადგილზე დაასახელა.[16]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. IMDb: release dates
  2. Images – In the Mood for Love. imagesjournal.com. ციტირების თარიღი: 13 March 2016
  3. Director's Statement. In the Mood for Love official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 January 2011. ციტირების თარიღი: 7 August 2010
  4. In the Mood for Love - Plot Summary.
  5. In the Mood for Love Reviews. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 10 April 2018
  6. In the Mood for Love (2001). Rotten Tomatoes. Fandango Media. ციტირების თარიღი: 22 September 2020
  7. Elvis Mitchell. (30 September 2000) FILM FESTIVAL REVIEW; Just Next-Door Neighbors Till Love Breaches Walls. The New York Times. ციტირების თარიღი: 21 November 2018
  8. Peter Walker. (19 December 2011) My favourite film: In the Mood for Love. The Guardian. ციტირების თარიღი: 21 November 2018
  9. David Parkinson. (14 October 2015) In The Mood For Love Review. Empire. ციტირების თარიღი: 21 November 2018
  10. The 100 Best Films of World Cinema | 42. In The Mood For Love. Empire (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 December 2011. ციტირების თარიღი: 7 August 2010
  11. „Counting Down the New Movie Classics: No. 100-76“. Entertainment Weekly. 20 June 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 August 2010. ციტირების თარიღი: 12 July 2013.
  12. The TONY top 50 movies of the decade. Time Out New York (25 November 2009). ციტირების თარიღი: 2 December 2009
  13. Christie, Ian. (1 August 2012) The Top 50 Greatest Films of All Time. Sight & Sound. British Film Institute. ციტირების თარიღი: 12 July 2013
  14. Frater, Patrick (12 August 2015). „Busan Festival Proposes Ranking of Best-Ever Asian Films“. Variety.
  15. „The 21st Century's 100 Greatest Films“. BBC. 23 August 2016.
  16. The 100 best films of the 21st century. ციტირების თარიღი: 17 September 2019